პოლიტიკა

იანოშ ჰერმანი ვანო მერაბიშვილის საქმეზე - მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში

16.06.16 17:20


საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე სტრაბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში იმ რეფორმების გატარებას, რომელიც მიმართულია სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისკენ.

აღნიშნული განცხადება ევროკავშირის ელჩმა საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში, საქართველო-ევროკავშირი სამოქალაქო საზოგადოების პლატფორმის შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.

„ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბატონი მერაბიშვილის წინასწარი პატიმრობა იყო კანონიერი და ეფუძნებოდა გონივრულ საფუძველს, მაგრამ მეორე მხრივ, სასამართლომ თქვა, რომ წინასწარი პატიმრობა გამოყენებული იყო მასზე ზეწოლის მოხდენის მიზნით. უნდა აღინიშნოს ასევე, საქართველოს მთავრობის პირველი რეაქცია.

მთავრობა აცხადებს, რომ მზად არის გააგრძელოს იმ საკითხების გამოძიება, რომელიც ნახსენებია სასამართლოს ვერდიქტში, როგორც ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციასთან შეუსაბამო.

რაც შეგვეხება ჩვენ, მინდა აღვნიშნო, რომ ევროკავშირის წარმომადგენლობა გააგრძელებს საქართველოში რეფორმების გატარების მხარდაჭერას, იმ ძალისხმევას, რომელიც მიმართულია იმის უზრუნველყოფისკენ, რომ სასამართლო სისტემა და ზოგადად, სასამართლო სფეროში მუშაობა დამოუკიდებელი და თავისუფალია პოლიტიკური ჩარევისგან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები