პოლიტიკა
16.06.16 17:45
ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო-რუსეთის ურთიერთობები, ქვეყნის როლი რეგიონში, გერმანიასთან სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობა, საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმა – აღნიშნულ თემებზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ფრიდრიხ ებერტის“ ფონდში გამართულ საჯარო გამოსვლაში ისაუბრა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გერმანელ პოლიტიკოსებს, ექსპერტებსა და ჟურნალისტებს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დღის წესრიგი გააცნო და ყურადღება გაამახვილა ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის მნიშვნელობაზე.
“საქართველოს არჩევანი, გაჰყვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას, შეუქცევადია. საქართველოს ისტორია, თავისი არსით, ევროპულია ისევე, როგორც საქართველოს მომავალი. ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის მიერ ჩატარებული ბოლო გამოკითხვის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 80 პროცენტზე მეტი მხარს უჭერს ამ ხედვას და ჩვენს მიერ არჩეულ გეზს. წელს, როცა ჩვენ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის აღდგენის 25-ე წლისთავს, ვამაყობთ ჩვენი მიღწევებით. მეორე მხრივ, ვაცნობიერებთ, რომ წინ კიდევ დიდი მუშაობა გველის” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა დემოკრატიული რეფორმები, მიმდინარეობს პოლიციის დეპოლიტიზაცია, პროკურატურა ახორციელებს გამოძიებას მაღალი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და მოქმედებს დამნაშავეთა წინააღმდეგ მიუხედავად მათი სოციალური სტატუსის ან პოლიტიკური შეხედულებისა.
სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ერთ-ერთ მთავარ მიღწევად ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები დაასახელა.
“წინა ხელისუფლების პირობებში ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებს, რაც გახდა კიდეც ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ გააკეთა 2012 წლის შემოდგომაზე ჩვენმა ხალხმა არჩევანი ალტერნატივის სასარგებლოდ. შესაბამისად, მოლოდინი იყო დიდი იმისა, რომ ადამიანის უფლებები არამარტო მინიჭებული, არამედ გარანტირებულიც იქნებოდა ახალი მთავრობისა და მისი წარმომადგენლების მეშვეობით. ჩვენ კანონგარეშედ გამოვაცხადეთ დისკრიმინაცია კანის ფერის, კულტურული, ეროვნული და რელიგიური კუთვნილებისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე; ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი სახელმწიფოს, რომელშიც უმცირესობებს აქვთ უფლება, შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა, რელიგია და ენა, ასევე იცხოვრონ უსაფრთხო გარემოში და ისარგებლონ ყველა სოციალური, საგანმანათლებლო და პროფესიული შესაძლებლობებით,” – აღნიშნა პრემიერმა.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 181
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0019.04.24
-
17:3719.04.24
-
17:0519.04.24
-
რომან გოცირიძე - ბიძინა ივანიშვილი უნდა შეჩერდეს, ამის საშუალებაა მკაცრი სანქციების დაწესება
16:4219.04.24
-
ლევან ხაბეიშვილი - პარლამენტი და პარლამენტარები ემსახურებიან რუს ოლიგარქს და არა ხალხს
16:2019.04.24
-
16:0019.04.24
-
15:3719.04.24
-
15:0519.04.24
-
14:4019.04.24
-
კახა კალაძე კელი დეგნანზე - ეს ადამიანი აგრძელებს ცილისმწამებლურ განცხადებებს
14:1919.04.24
-
13:4719.04.24
-
ვახტანგ გომელაური - აქციაზე 40 პირი დავაკავეთ - პოლიციელზე თავდასხმა ნიშნავს სახელმწიფოზე თავდასხმას
13:2519.04.24
-
13:0019.04.24
-
12:4019.04.24
-
საფრანგეთი უკრაინასა და სამხრეთ კავკასიაში იჭრება - რაშია საშიშროება?
12:2019.04.24
-
12:0019.04.24
-
ნათია თურნავა მსხვილ საერთაშორისო საინვესტიციო ფონდებსა და ამერიკელ ინვესტორებს შეხვდა
11:3919.04.24
-
11:1519.04.24
-
მიხეილ სარჯველაძე გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელ იესპერ მოლერს შეხვდა
10:5319.04.24
-
10:2319.04.24
-
10:0019.04.24
-
18:0018.04.24
-
სეს-ი ლაბორატორიული კვლევისთვის აგროქიმიკატებისა და პესტიციდების 500-მდე ნიმუშს აიღებს
17:4018.04.24
-
17:2018.04.24
-
თინა ბოკუჩავა - ხალხისა და პარტნიორების მოწოდებები უნდა შეისმინონ
16:5018.04.24
-
აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, დასაზღვევი სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობი გაიზარდა
16:1518.04.24
-
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, იტალიის ქალაქ ვერონაში ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა
15:4418.04.24
-
15:2018.04.24
-
14:5918.04.24
-
14:2818.04.24
-
14:0018.04.24
-
13:3018.04.24
-
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
12:5518.04.24
-
12:3018.04.24
-
სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის სტრატეგიაა, რომ პროვოკაცია მოაწყოს საქართველოში
11:4418.04.24
-
10:2718.04.24