ანალიტიკა

„დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი“ ფიასკოს განიცდის

26.08.17 22:20


სომხური ლობი, რომელიც აქტიურ პირას უკეთებს სეპარატისტულ პროექტებს პოსტსაბჭოურ სივრცეში, ბოლო დროს მეტად შეშფოთებულია იმით, რომ ერთ-ერთი ყველაზე „დამუშავებული“ პროექტი „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი“ თავის ლოგიკურ კრახს უახლოვდება.

შეგახსენებთ, რომ სწორედ პროსომხური საინფორმაციო საშუალებები შეგნებულად აღვივებდნენ 2008 წლის ქართულ-რუსული კონფლიქტის დროს ე.წ. „ოსი ხალხის გენოციდის“ თემას, რომელიც, მათი თქმით, საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა. ისიც გასაგებია, თუ რისთვის კეთდებოდა ეს. ვარაუდობდნენ, რომ როგორც რუსეთი თავის დროზე „გენოციდისაგან დასახსნლად“ მიეშვე;ლა სამხრეთ ოსეთის თავისუფლებისმოყვარე ერს“, სწორედ ასე უნდა მიშველებოდა იგი სასომხეთის არანაკლებ თავისუფლებისმოყვარე „მთიანი ყარაბაღის ერს“ და გამოეხსნა იგი „გენოციდისაგან“.

თუმცა ცხინვალის რეგიონის ოკუპაციისა და რსეთის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლბის აღიარების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მარიონეტული სეპარატისტული რეჟიმი სრულიად არასიცოცხისუნარიანია.

საქმეს ვერ უშველა ვერს სეპარატისტულ ხელისუფლებაში წამყვან თანამდებობებზე რუსი ჩინოვნიკების დანიშვნამ. ოკუპაციამ გაწყვიტა რეგიონის ყველა საყოფაცხოვრებო კავშირი საქართველოსთან, ხოლო რუსეთის ფედერაციის ეკონომიკურ სივრცეში მისი ჩართვა კი ვერ იქცა და ვერც იქცეოდა ალტერნატივად, ვინაიდან ცხინვალის რეგიონი ეკონომიკურად არსოდეს იყო ორიენტირებული რუსულ ჩრდილოეთ კავკასიაზე, რომელთანაც საავტომობილო კომუნიკაციაც კი მხოლოდ გასული ასწლეულის 80-იან წლებში დამყარდა როკის გვირაბის გახსნის შემდეგ.

შედეგად, რუსეთის ბიუჯეტიდან გამოყოფილი მრავალმილიონიანი ინვესტიცია ე.წ. სამხრეთ ოსეთის ეკონომიკაში შავმა ხვრელმა გაიწოვა. ამასთან, საქართველოს მოწყვეტილი რეგიონი ნორმალურ ეკონომიკურ განვითარებას იმაზე მეტად ჩამორჩება, ვიდრე ჩამორჩებოდა 2008 წელს.

შედეგად, თვით რუსეთსიც კი აფიქრებთ ის საკითხი-ღირს თუ არა იმ კომედიის გაგრძელება, რომელსაც „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი“ ეწოდება.უფრო მარტივი ხომ არ იქნებოდა საქართველოსთან მოლაპარაკების წარმოება ამ ტერიტორიის ხელახალი რეინტეგრაციის თაობაზე, სანაცვლოდ კი გარკვეული გეოპოლიტიკური პრეფერენციების მოპოვება, მაგ. სამხედრო ბაზების განთავსება? ეს ნებისმიერ შემთხვევაში უფრო იაფი დაჯდებოდა, ვიდრე შემდგომშიც სეპარატისტული რეჟიმის „შენახვა“, რომელსაც არავითარი სარგებელი არ მოაქვს, გარდა პოლიტიკური პრობემებისა.

მით უმეტეს, რომ გაჩნდა ამავე დროს მეორე „ზედმეტი ტვირთისაგან“ განთავისუფლების შანსი-დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონისაგან. მას შემდეგ, რაც მოლდოვის ხელისუფლების სათავეში პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი იგორ დოდონი მოვიდა, რომელიც მზად არის კრემლთან აწარმოოს დნესტრისპირეთის ხელახალი რეინტეგრაციის თაობაზე მოლაპარაკება მოლდოვის ფედერაციული მოწყობის, დნესტრისპირეთისათვის განსაკუთრებული პოლიტიკური სტატუსის შენარჩუნებითა და აღნიშნულ ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო ბაზების განთავსების პირობით. ცხადია, რომ თუკი შესაძლებელია დნესტრისპირეთის საკითხზე რუსეთთან მოლაპარაკება, რიგით მომდევნო იქნება საქართველოს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეგიონი, ამას მოჰყვება აფხაზეთის საკითხის გადაწყვეტა და მთიანი ყარაბაღის რეგიონი დარჩება ერთადერთ საოკუპაციო-სეპარატისტულ პრეცედენტად მთელი კავკასიის რეგიონში.

ამგვარი განწყობა მაშინათვე იყნოსეს პროსომხურმა „ექსპერტებმა“ სომხური ლობის ჯიბის ორგანიზაციიდან „კავკასიის გეოპოლიტიკური კლუბი“ და განგაში ატეხეს, მოითხოვდნენ რა „სამხრეთ ოსეთის გადარჩენას“ და ისედაც უმიზნოდ და უშედეგოდ დახარჯული მილიონიანი ინვესტიციებისათვის კიდევ რამდენიმე მილიონის დამატებას რუსეთის ბიუჯეტიდან.
დღესდღეობით სომხური ლობისათის მეტად მნიშვნელოვანია, რომ პროეტი „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი“ უცილობლად განხორციელდეს, ვინაიდან მისი განხორციელება უშუალო კავშირშია პროექტის „ დამოუკიდებელი მთინი ყარაბაღი“ განხორციელებასთან. ამიტომ, როდესაც „კავკასიის გეოპოლიტიკურმა კლუბმა“ ამგვარი ჯიბის ექსპერტების გამოკითხვა აწარმოა, განსაკუთრებული ყურადღება სომხური ლობის ჯიბის პოლიტოლოგის, ალექსანდრე სერგეევის აზრს მიაქცია, რომელიც სეპარატიზმს აქტიურ პროპაგანდას უქევს.

„კავკასიის გეოპოლიტიკური კლუბის მდივან-კოორდინატორის“, იანა ამელინას შეკითხვაზე „როგორია გასული წლის ძირითადი ტენდენციები სამხრეთ ოსეთში და დნესტრისპირეთში? რა შედეგებს გამოიღებს ისინი მომავალ წელს?“, სერგეევი პასუხობს:

„სამხრეთ ოსეთში, ძლივს, დადებულიქნა დამატებითი ხელშეკრულებები, რომლებიც ადრე გაწერილი იყო 2015 წელს რუსეთთან დადებულ სამეკავშირეო ხელშეკრულებაში თანამშრომლობისა და ინტეგრაციის შესახებ. თუმცა მათი განხორციელების ტემპი, ისევე როგორც საინვესტიციო პროგრამების მოქმედების მასშტაბები, ნამდვილად არ არის დამაკმაყოფილებელი.

აუცილებელია გავითავისოთ, რომ საქმე კრიტიკულად დაავადებულ ორგანიზმთან გვაქვს, რომლის გადასარჩენად ულევი დრო იხარჯება. რუსეთს, პრაქტიკულად, გეოპოლიტიკურ კონტექსტში, რომ აღარაფერი ვთქვათ ისტორიულ-კულტურულ და იდეოლოგიურ მნიშვნელობაზე, ესაჭიროება ძლიერი და სტაბილური სამხრეთ ოსეთი, როგორც სამამულო უსაფრთხოების სტრატეგიული ზონა თავის სამხრეთ საზღვრებთან. სამხრეთ ოსეთის გადასარჩენად ჩვენ ისტორიამ რამოდენიმე წელი გვაჩუქა. ან მოსკოვი სრულიად დაიხარჯება ამ საქმისათვის, ან ჩვენ ვერ შევაჩერებთ ამ ტერიტორიაზე სისტემურ რეგრესს, რომელიც სერიოზული აფეთქების გამოწვევი შენელებული მოქმედების ნაღმის ტოლფასია. რომელიც გუნდიც არ უნდა დარჩეს გამარჯვებული მომდევნო არჩევნებში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკაში“, იგი იძულებული იქნება ბოლომდე დაიხარჯოს და მოსკოვთან დამატებითი ურთიერთთანამშრომლობის არხები გაჭრას. სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული მისი პირდაპირი ისტორიული მისია და პასუხისმგებლობა.“

ალექსანდრე სერგეევი ასევე აკეთებს მინიშნებას იმაზე, რომ რუსეთმა არ უნდა დაუშვას მოლდოვისა და დნესტრისპირეთის რეინტეგრაცია:

„დნესტრისპირეთსა და სამხრეთ ოსეთში არსებული პრობლემები სისტემური და ფუნდამენტურია. ახალი დნესტრისპირული ელიტა, სამხრეთ ოსეთის ელიტის მსგავსად, რუსეთის დახმარების გარეშე ვერაფერს გახდება. აუცილებელია მოქმედებაში იქნას მოყვანილი ყველა რუსული საინფორმაციო, ეკონომიკური, სასულიერო-კულტურული, ელიტარულ-პოლიტიკური, არსებითი იდეური კომუნიკაცია, რათა მოსკოვთან დამყარდეს მართებული ურთიერთობა და აიძულონ იგი ყურადღება მიაქციოს დნესტრისპირეთის პრობლემას. ამ უკანასკნელ ფაქტორს კი განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს. დნესტრისპირეთი გახლავთ რუსული წინააღმდეგობის ისტორიული ხატება, რუსეთის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ფორპოსტი ბალკანეთზე, უნიკალური ევრაზიული ზემოდერნისტული ცოდნის წყარო, განსაკუთრებული ერი, რომელიც რუსეთის ცივილიზაციური მისიის სახელით არსებბს. ყველა ეს ბანქო გონივრულ გამოყენებას საჭიროებს.“-აცხადებს ალექსანდრე სერგეევი, რომელიც ამავე დროს კრინტსაც არ ძრავს მოლდოვის პრეზიდენტის იგორ დოდონის ჭეშმარიტად კონსტრუქციულ წინადადებაზე დნესტრისპირეთის რეინტეგრაციის შესახებ რუსული გავლენის შენარჩუნების პირობით.

ამგვარად, ალექსანდრე სერგეევი უბრალოდ თავგანწირვით მოუწოდებს სეპარატისტული პროექტების გადარჩენისაკენ. ამავე დროს, იგი, თავისდაუნებურად აღიარებს პროექტის „დამოუკიდებელი სამხრეთ ოსეთი“ ფიასკოს. ალექსანდრე სერგეევი მოუწოდებს სასწრაფოდ გადაარჩინონ ეს აბსოლუტურად სიცოცხლისუუნარო ფსევდოსახელმწიფო წარმონაქმნი. თუმცა ყველა საღად მოაზროვნე რუს პატრიოტს უჩნდება შეკითხვა: რისთვის?

თუკი რუსეთი კვლავ გამოყოფს ამ რეგიონისათვის მილიონებს, რას მიიღებს იგი სანაცვლოდ? საქართველოსთან დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება და მას კვლავ მოუწევს მილიონების გამოყოფა „დამოუკიდებელი სახელმწიფოს“ ფუნქციის მხარდასაჭერად. განა უსარგებლო სეპარატისტული მუქთახორას ყოლას მოკავშირე მოლდოვისა და საქართველოსთან ურთიერთობა არ ჯობია?

სეპარატისტული ცხინვალის რეჟიმთნ დაკავშირებით თავად ალექსანდრე სერგეევი აღიარებს, რომ „საქმე გვაქვს კრიტიკულად დაავადებულ ორგანიზმთან, რომლის გადასარჩენად წლები იხარჯება.“ მაგრამ, ეს ე.წ. კრიტიკულად დაავადებული ორგანიზმი ხომ თავად რუსეთმა შექმნა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე, საქართველოში. სწორედ მისი მიზეზით გაწყდა ცხინვალელი და მის შემოგარენში მცხოვრები ოსების ურთიერთობა დანარჩენ საქართველოსთან, შექმნა რა იმთავითვე სიცოცხლისუუნარო სახელმწიფოსმაგვარი წარმონაქმნი, „კრიტიკულად დაავადებული ორგანიზმი“. რა თანხაც არ უნდა დახარჯო ამ ორგანიზმის „სამკურნალოდ“, მას ვერაფერი გადაარჩენს. მისი განკურნება შესაძლებელია მხოლოდ დანარჩენ საქართველოსთან ყოფილი კავშირების აღდგენით. მაგრამ ამისათვის, აუცილებელია ვაღიაროთ, რომ სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს სახელმწიფოს განუყოფელი ნაწილი.


http://kavkazplus.com/news.php?id=11188

წაკითხულია : 1504


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები