ანალიტიკა

რამდენიმე ეპიზოდი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიიდან (ნაწილი I)

28.08.17 19:35


ბონდო არველაძე

აკად. გიორგი ჩუბინაშვილის წიგნის «Разыскания по армянской архитектуре»-ს გამოცემის წინააღმდეგ „როგორ“ იბრძოდნენ სომეხი მეცნიერები.

თბილისი
2017

აკად. გიორგი ჩუბინაშვილის წიგნის „Разыскание по армянской архитектуре“ გამოცემის წინააღმდეგ „როგორ“ იბრძოდნენ სომეხი მეცნიერები
თბილისი, 2017
„ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და, დამალული, რომელი არა საცნაური იყოს!“
ახალი აღთქმა, ლუკას სახარება, თავი XIII,
პარაგრაფი II.

აკად. გიორგი ჩუბინაშვილი მთელი ათეული წლების მანძილზე სისტემატურად იკვლევდა სომხურ არქიტექტურას, ამ ხანგრძლივი მეცნიერული კვლევის შედეგი იყო ვრცელი მოცულობის მონოგრაფია „Разыскания по армянской архитектуре“ (1967, Тбилиси). ქართველმა მეცნიერმა ამ გამოკვლევაში კიდევ უფრო გააღრმავა და დამაჯერებლად დაასაბუთა ქართული ხუროთმოძღვრების თვითმყოფადობა და ორიგინალობა. აქვე უნდა ითქვას, რომ მან საფუძვლიანად გადაათარიღა როგორც ქართული, ისე სომხური არქიტექტურის ძეგლები.

აკად. გ. ჩუბინაშვილის „Памятники типа Джвари»-თან დაკავშირებული საარქივო მასალა, შესავლით, შენიშვნებით და კომენტარებით გამოვეცი წიგნად – „ერთი ეპიზოდი ქართული ხელოვნებათმცოდნეობის ისტორიიდან, ანუ როგორ გაწირა აკად. გ. ჩუბინაშვილი რამდენიმე საბჭოთა მეცნიერმა“, 2000, ქ. თბილისი ქართ. და რუს. ენებზე.

ჩვენ მიერ მიკვლეული საარქივო მასალების საფუძველზე გაირკვა, რომ აკად. ჩუბინაშვილის ამ წიგნის (“Памятники типа Джвари») გამოქვეყნებას კატეგორიულ წინააღმდეგობას უწევდა აკად. ი. ორბელი, სომეხმა მეცნიერმა დარაზმა რუსი ხელოვნებათმცოდნეები – პროფ. იაკობსონი, პროფ. ლ. ტოკარსკი და მათი წაქეზებით მათ დაწერეს უარყოფითი რეცენზიები, რომლებშიც მოითხოვდნენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გამოქვეყნებულიყო აკად. გ. ჩუბინაშვილის „Памятник типа Джвари».

ამ მეცნიერებს – ი. ორბელს, ი. აკობსონს, ნ. ტოკარსკის მისთვის ჩვეული აკადემიური პასუხი გასცა აკად. ჩუბინაშვილმა. ფაქტობრივი მასალის ანალიზის საფუძველზე ნათელყო ამ მეცნიერთა ტენდენციურობა სარეცენზიო ნაშრომის მიმართ.
ასეთი წინააღმდეგობის მიუხედავად წიგნი დაგვიანებით მაგრამ მაინც გამოვიდა აკად. ს. ჯანაშიას ძალისხმევით, 1948 წ. თბილისი.

ასევე აკად. გ. ჩუბინაშვილის „Разыскания по армянской архитектуре» (1967) გამოცემის პრინციპული წინააღმდეგენი ყოფილან სომეხი ხელოვნებათმცოდნეები.
მათი გააფთრებული წინააღმდეგობის მიუხედავად, წიგნი მაინც გამოვიდა, რომელსაც მოყვა კრიტიკული წერილების მთელი სერია. დავასახელებთ რამდენიმეს: მ. არაქელიანი, “О некоторых вопросах истории армянской архитектуры», Ереван, изд-во АН Арм. ССР, 1969, Еремяна А. Б., - «К вопросу о датировке кафедральной церкви в .....» Вестник обществ. Наук Арм. ССР, Ереван, 1969. Т. Ш, стр. 47-62; სომეხ კოლეგებს არ ჩამორჩა და დააყოვნა ი. იაკობსონმა და გამოაქვეყნა კრიტიკული რეცენზია – ჟურნ. „Cоветская археология», 1968, стр. 262-270, და სხვ.

აკად. გ. ჩუბინაშვილმა მეცნიერული არგუმენტირებით გასცა პასუხი – „Ответ рецензентам (А. Якобсону и др. по поводу книги «Разыскания по армянской архитектуре», Тбилиси, 1970.
ეს რეცენზიების ნაწილია, რომელიც გამოქვეყნდა, გაირკვა ამ წიგნის გამოცემის წინააღმდეგ მასირებული მასშტაბის შეტევა განუხორციელებიათ სომეხ მეცნიერებს – ერევნიდან. ამას მოწმობს საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობის დირექტორის და სხვა მაღალი რუსი თანამდებობის ჩინოვნიკების სახელზე გაგზავნილი წერილები, საჩივრები და განცხადებები. ისინი დაჟინებით მოითხოვდნენ ამ წიგნის ხელნაწერის ერევანში გადაგზავნას ან სულაც საგამომცემლო გეგმიდან ამოღებას. ერთი სიტყვით, ჯერ კიდევ გამოქვეყნებაზე აკად. გ. ჩუბინაშვილი და მისი ეს წიგნი ხელნაწერშივე ჯვარზე გაუკრავთ.

თუმცა არც აქ მოეშვნენ სომეხი მეცნიერები წიგნის გამოცემის წინააღმდეგ ბრძოლა გაუგრძელებიათ.
ახლა მოვიტან ამ წიგნის გამოცემის ისტორიას ერთ–ერთი მოწმის პროფ. თამაზ სანიკიძის მოგონებიდან ფრაგმენტს: „გასული საუკუნის 60–იან წლებში სწრაფად იმატა ინსტიტუტის (იგულისხმება აკად. გ. ჩუბინაშვილის სახელობის, ქართული ხელოვნების ინსტიტუტი, ბ. ა.) გამოცემებმა. დაისტამბა გ. ჩუბინაშვილის რამდენიმე ფუნდამენტური გამოკვლევა, რომელთაგან ერთ–ერთი გარკვეულწილად კვლავ ჯვრის ტიპის ძეგლებს ეხება და მასზე მინდა ყურადღება შევაჩერო.

1.XIX ს–ში გავრცელებული იყო აზრი, თითქოს ქართული არქიტექტურა სომხურის ასლს წარმოადგენდა. ეს მცდარი და ყალბი მოსაზრება ძირშივე საფუძვლიანად დაარღვია და მეცნიერულად დაასაბუთა ქართული ხუროთმოძღვრების ორიგინალობა აკად. გ. ჩუბინაშვილმა წიგნში „Памятники типа Джвари».

აკად. გ. ჩუბინაშვილის „Разыскания по армянской архитектуре» შეტანილი იყო ამ გამომცემლობის გეგმაში. სომეხი მეცნიერების პათოლოგიური დაჟინების გამო გადმოტანილ იქნა თბილისში და საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის გამომცემლობამ გამოაქვეყნა.

მთელი ეს საარქივო მასალა დაცულია საქართველოს ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის არქივში, აღწ. 1, საქმე – 3249, გვ. 13, 16, 17. ჩვენ სასიამოვნო მოვალეობად მიგვაჩნია მადლობა მოვახსენო არქივის გამგეს ქ–ნ მანანა მახატელს და არქივის თანამშრომელს ლამარა დიასამიძეს.

ბონდო არველაძე. (გაგრძელება იქნება)

წაკითხულია : 316


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები