ანალიტიკა

ქართული ტაძარი ერევნიდან 50 კილომეტრში: აქ ოდესღაც ქართველები ცხოვრობდნენ!

29.08.17 15:30


465 ქართულ ეკლესიაზე გამოთქმული ყოვლად დაუსაბუთებელი და თავხედური პრეტენზიების ფონზე სომხური სამოციქულო ეკლესიისა და სომხურ-კათოლიკური ეკლესიის მხრიდან, რატომღაც საქართველოში ცოტას თუ ახსენდება, რომ სასომხეთში ათობით ქართული ტაძარია – მითვისებული, შეურაცხყოფილი, განძრცვული, სომხურად გადაკეთებული. ტაძრების უმეტესი ნაწილი ამჟამინდელი სასომხეთის რესპუბლიკის ჩრდილოეთ ნაწილში, განსაკუთრებით კი ლორეს მაზრაში, ან ქართულია, ან ძირძველი ქართული ტაძრების საძირკველზე დგანან.

თუმცა, ცოტამ თუ იცის რომ ქართული ტაძრები დღევანდელი სასომხეთის რესპუბლიკის შიგ შუაგულშიც კი არსებობს, ერევნიდან სულ რაღც 50 კილომეტრში, კოტაიკის მაზრაში, სოფელ მეგრაძორში-ეს არის ძირძველი ქართული სამონასტრო კომპლექსი თეჟირუკი ტუხ მანუკის ეკლესიიურთ, XII-XIII სს. გთავაზობთ ამ მონასტრისა და ეკლესიის ფოტოსურათებს:



თეჟაირუკის მონასტერს რესპუბლიკური მნიშვნელობის ძეგლის ოფიციალური სტატუსი აქვს. მაგრამ, ვინაიდან მონასტერი ქართულია, ამიტომ, სპეციალურად მისი რეკონსტრუქციისათვის სახსრები არ გამოიყოფა და იგი სავალალო მდგომარეობაში იმყოფება.

თუმცა, ის რომ თეჟაირუკი მდინარე თეჟის მარჯვენა სანაპიროს ტყიან ადგილებში მდებარეობს (რაზდანას კალაპოტი), ზღვის დონიდან 1900 მეტრზე, გახლავთ ყველაზე უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ ეს მიწები საქართველოს შემადგენლობაში შედიოდა და აქ ქართველები ცხოვრობდნენ.

მართალია, სომეხი გამყალბებლები ყოვლად უსაფუძვლოდ ამტკიცებენ იმას, რომ ამ ადგილებში არვითარი ქართველები არ სახლობდნენ და მონასტერი ეკუთვნოდა ე.წ. «სომეხ-ჰაკედონიტებს», თუმცა ტაძარს არც ერთი სომხური წარწერა არ გააჩნია.

თუხ მანუკის ეკლესია ტიპიური ქართული ხუროთმოძღვრების ნიმუშია. იგი აგებულია რუხი ბაზალტის ქვებისაგან ზომებით: 15,60 х 8,90 მ. კომპოზიციურად - იგი ერთნავიანი, ფრთიანი ნაგებობაა რამდენიმე თაღით. ნახევრადმომრგვალებული აფსიდის ორივე მხარეს განთავსებულია სანახები. ამ ეკლესია დაკრძალულნი არიან ცნობილი ქართველი ისტორიული მოღვაწეები. ეკლესია გარშემორტყმული იყო ოთხკუთხა სამონასტრო გალავნით; შემორჩენილია მისი მცირე სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.

ძეგლის სამხრეთით ქათულ ენაზე შესრულებული წარწერის თანახმად, ეკლესია აგებულია 1196-1199 წწ. ცნობილი ქურთული წარმომავლობის ქართველი პოლიტიკური მოღვაწის ივანე მხარგრძელის მიერ, რომელიც ცხადია, სომხებმა მიითვისეს და თავისად თვლიან.



ეკლესიის სამხრეთით 15 მ განთავსებულია სწორკუთხოვანი სამრეკლო, რომლისგანაც მხოლოდ ნახევრადმომრგვალებული აფსიდაღა შემორჩა. სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემონახულია თანმხლები ნაგებობების კვალი. ხოლო სასაფლაო დანგრეულია.

ამ ძეგლის დაცული ზონა წარმოადგენს 1,3 ჰა.

მიუხედავად იმისა, რომ თაჟეირუკის სამონასტრო კომპლექსი ფაქტობრივად ერევნის გარეუბანშია განთავსებული, თანაც ყველა მონახულებად საკურორტო-დასასვენებელ მიდამოში, სადაც ზაფხულში ათასობით სომეხი დედაქალაქიდან თავს აფარებს აუტანელ სიცხეს არარატის ველზე, ხოლო ზამთარში ფუნქციონირებს ცახკაძორის მთიანი სათხილამურო კურორტი, გზამკვლევები ცდილობენ ნაკლები ისაუბრონ ამ უნიკალური სამონასტრო კომპლექსის შესახებ. და გასაგებიცაა, რატომ - იგი სრულიად თავდაყირა აყენებს ცრუისტორიულ კონცეპციას იმის შესახებ, რომ სასომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მუდამ ცხოვრობდნენ «მხოლოდ სომხები».



თურმე, ქართველები ერევნის შემოგარენშიც ცხოვრობდნენ და საკუთარი ეკლესია-მონასტრებიც ჯქონდათ, რომ აღარაფერი ვთქვათ აზერბაიჯანელებზე, რომლებიც აქ ძირძველ მოსახლეობას წარმოადგენდნენ და რუსეთთან კავშირამდე ერევნის სახანოს მოსახლეობის სრულ უმრავლესობას წარმოადგენდნენ.

თუმცა დღესდღეობით, ქართული მოსახლეობა სასომხეთში აღარ დარჩა, ისევე, როგორც აზერბაიჯანული, ან რომელიმე სხვა ერის წარმომადგენელი – გენოციდის პოლიტიკისა და სხვა ერების სასომხეთის რესპუბლიკიდან გაძევების გამო, სასომხეთი დღეს მსოფლიოში ყველაზე მონოეთნიკურ ერად შეიძლება ჩაითვალოს.

ყველაზე საინტერესო კი ისაა, რომ ადგილობრივი მაცხოვრებლები თავად ამბობენ, რომ თაჟეირუკის სამონასტრო კომპლექსი ქართულია. კერძდ კი, ერთ-ერთი სომეხი ბლოგერი Vae Isakhanian წერს:

«მეგრაძორში განთავსებულია თეიგარუიკის (თაჟეირუკის, Tejharuyk) ქართული მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი რომელიც მე-12 საუკუნის ბოლოსაა აგებული, მაგრამ ვინაიდან ქართველები არათუ მეგრაძორში, არამედ საერთოდ სასომხეთში არ მოიძბნებიან, ამიტომ იქ ღვთისმსახურებას აღავლენს სომეხი მღვდელი... ტაძრის კედლებზე შესრულებულია ძველქართული ხუცური წარწერა...

იგი (მონასტერი) არ არის გასომხებული, როგორც იყო, ისევე დარჩა ქართული, ხოლო საღვთო მსახურების ჩატარება მეჩეთშიც კი შეიძლება, მთავარია რწმენა, მაგრამ მისი იერსახის ცოტათი მაინც აღდგენა კარგი იქნებოდა... მით უმეტეს, რომ ეს საკურორტო ზონაა (მის სიახლოვეს ცახკაძორი და ანკავანია).»



გულუბრყვილო Vae Isakhanian სავარაუდოდ არ ესმის, რომ ქართული ტაძრისათვის პრეზენტაბელური იერსახის მიცემა სომხურ ხელისუფლებას პრინციპულად არ სურს. მათ ხომ გაანადგურეს, მაგ. ყველა ხუროთმოძღვრული ნაგებობა, რომელიც ადასტურებდა, რომ ერევანი (იერივანი) აზერბაიჯანული ქალაქი იყო. ამიტომ, უძველესი ქართული ეკლესია ტუხ მანუკი თაჟეირუკის მონასტრისა, ფოტოსურათების მიხედვით, კრიტიკულ მდგომარეობაშია და სასწრაფო შველას საჭიროებს. ამასთან, თუკი რეკონსტრუქციას სომხური ხელისუფლება და სომხური ეკლესია ჩაატარებს, დიდია ალბათობა იმისა, რომ ქართული წარწერები მიზანმიმართულად განადგურდება და მას სომხური წარწერები ჩაანაცვლებს.

ალბათ, იმ ფაქტმა, რომ თაჟეირუკი მთიან ადგილებში მდებარეობს, რომელიც მხოლოდ ბოლო დროს გახდა ერთობ პოპულარული ტურისტებისათვის, იხსნა იგი ტოტაური არმენიზაციისაგან. ამასთან, არავინ იცის კიდევ რამდენი ქართული ეკლესია-მონასტერია ერევნის შემოგარენში შემორჩენილი, ვინაიდან მათგან უმეტესობა, სამწუხაროდ, ალბათ ბარბაროსულად გადაკეთდა სომხურად და იქ ყველა ის წარწერა, რომელიც მათ ქართულ წარმომავლობაძე მიუთითებს, განადგურებულია.

წაკითხულია : 532


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები