ანალიტიკა

სასომხეთი აშანტაჟებს საქართველოს მთავრობას

30.08.17 18:15


როგორც ცნობილია, სახელმწიფო საკუთრების პრივატიზაცია ნებისმიერი სახელმწიფოს სუვერენული უფლებაა. როგორ, ვისზე და რა ფასად უნდა გაიყიდოს სახელმწიფო აქტივები, ამას მხოლოდ და მხოლოდ კონკრეტული ქვეყნის მთავრობა წყვეტს.

არც ერთ უცხო ქვეყანას არ შეუძლია ჩაერიოს საპრივატიზაციო პროცესში. უფრო სწორედ, მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ პრივატიზაციაში, სურვილის შემთხვევაში, მაგრამ ყველა სხვა მონაწილესთან თანაბარ უფლებებზე. თუ ფული გაქვთ, იყიდეთ. თუკი არა, ან ვინმე სხვა შესთავაზებს უფრო მეტ თანხას, ან უფრო ხელსაყრელ პირობებს...

ამიტომ, როცა საქართველოს სახელმწიფომ გადაწყვიტა გაეყიდა ჩრილოეთ-სამხრეთის მაგისტრალური გაზგაყვანილობის აქციების 25%, რომლის მეშვეობითაც ბუნებრივი აირი რუსეთიდან სასომხეთს მიეწოდება და თავად საქართველოს აირით მომარაგებაში დიდ როლს არ თამაშობს (თუ არ ჩავთვლით აირის ტრანზიტისათვის გადასახადს), თავდაპირველად ქართველი ექსპერტები ამას აღიქვამდნენ, როგორც საქართველოს შიდა საკითხს, თუ ვისთვის და რა პირობით უნდა მიეყიდათ გაზგაყვანილობა.

ნოემბრის ბოლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ მაგისტრალური გაზგაყვანილობა „ჩრდილოეთი-სამხრეთი“ (მოზდოკი-თბილისი) შესაძლოა გაყიდულიყო. საქართველოს მთავრობა განიხილავს საფონდო ბირჟაზე მოცემული გაზგაყვანილობის ოპერატორის, სახელმწიფოს კუთვნილი „ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ აქციების 25%-ის საფონდო ბირჟაზე გამოტანის საკითხს.

ამასთან უამრავი ექსპერტი ფიქრობს, რომ ამ 25%-ს საქართველოს ხელისუფლება ყიდის შემდგომში მოცემული გაზგაყვანილობის სრული პრივატიზაციის მიზნით.

თუმცა, მოულოდნელად საქართველოს ამ შიდასახელმწიფოებრივ საკითხში მეზობელი ქვეყანა-სასომხეთი ჩაერია, ამასთან აშკარა მუქარის ტონით. სასომხეთის პარლამენტის დეპუტატებმა ფაქტობრივად ულტიმატუმის ფორმით მოსთხოვეს საქართველოს ხელისუფლებას გაზგაყვანილობის პოტენციური მყიდველების მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულება, კერძოდ მოითხოვეს აზერბაიჯანული კომპანიის SOCAR-ის პრივატიზაციის პროცესიდან გამოთიშვა.

სასომხეთის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას სასომხეთის პრემიერ-მინისტრმა კარენ კარაპეტიანმა სომეხი დეპუტატების მიერ პანიკას იმასთან დაკავშირებით, რომ ქართული გაზგაყვანილობის შეძენით აზერბაიჯანს შეუძლია სასომხეთი ენერგეტიკულ ბლოკადაში მოაქციოს, იმით უპასუხა, რომ ეჭვი ეპარება ამ გარიგების სწრაფ რეალიზაციაში, გარდა ამისა, აზერბაიჯანი რომც გახდეს სატრანზიტო მილების 25%-ის მფლობელი, ეს სასომხეთს პრობლემას მაინც ვერ შეუქმნის.

«სასომხეთის ინტერესები არ დაზარალდება მაშინაც კი, თუ კი საქართველო აზერბაიჯანს აქციების 25%-ს მიჰყიდის გაზგაყვანილობის იმ ნაწილიდან, რომელიც სასომხეთში მიემართება. და თუკი ეს გარიგება მაინც შედგება და თბილისი გაყიდის მთელ გაზგაყვანილობას, დანამდვილებით გეტყვით, რომ ერევანს საკუთარი საპასუხო არგუმენტების მთელი არსენალი გააჩნია.», — განაცხადა კარაპეტიანმა.

მაშინვე გაჩნდა შეკითხვა იმის თაობაზე, თუ რა საპასუხო არგუმენტი შეიძლებოდა ჰქონოდა სომხურ მხარეს საიმისოდ, რომ საქართველოსთვის ხელი შეეშალა საკუთარი ქონების განკარგვაში. ამ კითხვაზე არაორაზროვნად პასუხობს პროსომხური გამოცემა EADaily, რომელიც კარენ კარაპეტიანის განცხადებას ასე აკომენტარებს.

«რომელ არგუმენტებს გულისხმობდა სომეხი პრემიერი, საიდუმლოდ დარჩა: ვიდრე თბილისის მორიგი წამოწყება გაზგაყვანილობის აქციების გაყიდვასთან დაკავშირებით არ განხორციელდება, დანამდვილებით არავის ეცოდინება, თუ რა იგულისხმა კარენ კარაპეტიანმა. თუ გავითვალისწინებთ ზოგიერთ მტკივნეულ საკითხს ერევანსა და თბილისს შორის, არგუმენტები ჭეშმარიტად მრავლად იქნება: ეს იქნება სამცხე-ჯავახეთის-სომხებით ჩასახლებული საქართველოს ადმინისტრაციულტერიტორიული რეგიონის პრობლემა, და სომხურ-რუსული სტრატეგიული ურთიერთობა, რომელმაც, რაღაც მომენტში, შესაძლოა გამოიწვიოს ერევნის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარება და ა.შ. ასე რომ „მოძმე მეზობლებს“ ნამდვილად მართებთ ამგვარი პერსპექტივის ფარგლებში მოლაპარაკების წარმოება» წერს EADaily, ფაქტობრივად ეს საქართველოს მიმართ გამოთქმული მუქარაა სეპარატიზმის მხარდაჭერის ფონზე.

გარდა ამისა, საქართველოს მთავრობას თითქმის ღიად კარნახობს საკუთარ პირობებს საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მოძულე სომხური პოლიტიკური ელიტიდან, სასომხეთის პარლამენტის რესპუბლიკური პარტიის ფრაქციის დეპუტატი, მოძრაობა „ჯავახკის“ თავმჯდომარე შირაკ ტოროსიანი.

«სომხეთი ვალდებულია ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ SOCAR-ს ეს აქციები არ შეხვდეს. არსებობს მოსაზრება, რომ აქციების 25% არ შეიცავს რისკს და მათი მფლობელი მიღებულ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ იქონიებს, რასაც მე პირადად ვეთანხმები. მაგრამ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ საკითხს ფსიქოლოგიური მხარეც აქვს-რამდენად პატარაც არ უნდა იყოს ეს პროცენტული მაჩვენებელი, სასომხეთი ვალდებული იქნება გაზის ტრანსპორტირებისათვის აზერბაიჯანულ კომპანიას გადაუხადოს და ამავდროულად გააცნობიეროს, რომ SOCAR-ი იარაღის შესყიდვაში ერთერთი მთავარი სპონსორია», — განაცხადა შირაკ ტოროსიანმა.

შეგახსენებთ, რომ შირაკ ტოროსიანი არაერთხელ გამოსულა საქართველოს მიმართ მუქარით. ასე მაგალითად, როდესაც გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ შესაძლოა მიიღოს ნატოში გასაწევრიანებელ მოქმედებათა გეგმა (მაპი), შირაკ ტოროსიანი პირდაპირ ემუქრებოდა საქართველოს ხელისუფლებას სეპარატისტული ბუნტით სომხებით დასახლებული სამცხე-ჯავახეთში.

მაშინ იგი სომხურ საზოგადოებას იმით აშინებდა, რომ საქართველოს ნატოში შესვლის შემთხვევაში, საქართველოს ტერიტორიაზე განლაგდებოდა თურქეთის შეიარაღებული ძალები, როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრისა, და მან უაპელაციოდ განაცხადა, რომ სომხური ეთნოსი არ დაუშვებს თურქეთის არმიის შემოსვლას იმ ტერიტორიაზე, სადაც ის ცხოვრობს. იგი იმუქრებოდა, რომ ასეთ შემთხვევაში ჯავახი სომხების აჯანყება გარდაუვალი იქნებოდა.

ამგვარად სასომხეთის ხელისუფლება განაგრძობს საქართველოს შიდა საქმეებში უხეშად ჩარევას და საქართველოს ხელისუფლების მაგიერ წყვეტს-ვისზე და რა პირობით უნდა გაიყიდოს სახელმწიფო საკუთრება, იმუქრება რა ჯავახეთში სეპარატისტული აჯანყებით.

საქართველოს ხელისუფლება არავითარ შემთხვევაში არ უნდა აჰყვეს ამ მუქარას და სომხური მხარის ე.წ. არგუმენტებს და ნებისმიერ ფასად დაიცვას საკუთარი ეროვნული ინტერესები.

ბოლოს და ბოლოს, თუ კი სომხურ სათვისტომოს ასე სჭირდება საქართველოს გავლით სატრანზიტო მაგისტრალური გაზგაყვანილობა, არავინ უშლის მათ და მათ მონათესავე სტრუქტურას (იგივე რუსულ „გაზპრომს“, რომელთანაც ასეთი მჭიდრო კავშირი აქვს სასომხეთის ამჟამინდელ პრემიერს კარენ კარაპეტიანს) თანაბარ პირობებზე მიიღოს მონაწილეობა პრივატიზაციის პროცესში, პატიოსანი კონკურენციის ფარგლებში. ამავე დროს სომხური ხელისუფლება არ უნდა გაბრაზდეს, თუკი რომელიმე პრეტენდენტი ამ გაზგაყვანილობაში უფრო მეტ თანხას გადაიხდის და არ უნდა მოითხოვოს კონკურენტების დისკრიმინაციული დამოკიდებულება საპრივატიზაციო გაყიდვებისას.

http://kavkazplus.com/news.php?id=11034#.WaW1XYVOLIU

წაკითხულია : 1018


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები