პოლიტიკა

კახა კალაძე: განცხადებები, რომელიც გაკეთდა მეტყველებს, რომ გერმანია არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა

16.06.16 18:55


„გერმანიის მხრიდან მოხდა იმის ხაზგასმა, რომ საქართველოში რეფორმები წარმატებით ხორციელდება“, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ გიორგი კვირიკაშვილისა და ანგელა მერკელის შეხვედრის შეფასებისას განაცხადა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, განცხადებები, რომელიც გაკეთდა საქართველოს პრემიერისა და გერმანიის კანცლერის შეხვედრის დროს, მეტყველებს, რომ გერმანია არის საქართველოს მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.

„მნიშვნელოვანი იყო პრემიერის ვიზიტი და გუშინდელი შეხვედრა ანგელა მერკელთან. განცხადებები, რომელიც იქნა გაკეთებული მეტყველებს, რომ გერმანია არის ჩვენი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა.

მათ ხაზი გაუსვეს ჩვენს ქვეყანაში გამხორციელებულ რეფორმებს. შეიძლება ითქვას, რომ საქართველომ ყველაფერი გააკეთა იმ რეფორმებით, რაც იყო მოწოდებული ვიზალიბერალიზაციისთვის. ფაქტობრივად, ერთი ნაბიჯი დაგვრჩა და ჩვენი მოქალაქეები შეძლებენ ვიზების გარეშე მოგზაურობას ევროპულ ქვეყნებში“, – განაცხადა კახა კალაძემ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 325


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები