ანალიტიკა

თეირანმა ერევანი ადგილზე მოსვა

01.09.17 22:10


ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის ჰასან როუჰანის ბოლოდროინდელი ვიზიტი სომხურმა პროპაგანდამ დიდ მიღწევად ჩათვალა და თეირანის მხრიდან მხარდაჭერად მიიღო ყველა საკვანძო საკითხებში. სომხური და ერევნის ოფიციოზი იმანაც გასცა, რომ ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ სომხები და ირანელები მიეკუთვნებიან „ერთ კულტურას და ცივილიზაციას.“

პრინციპში ეს ნაწილობრივ სიმართლეცაა, ვინაიდან სინამდვილეში სომხებს საუკუნეების განმავლობაში არ ჰქონდათ საკუთარი სახელმწიფო და სასომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ტერიტორიაც მუდამ შედიოდა იმ სახელმწიფოების შემადგენლობაში, რომელთაც თურქი ხალხი ქმნიდა აზერბაიჯანისა და ირანის ტერიტორიებზე...

სელჩუკიდების, ყარა-კოიუნლუს, აკ-კოიუნლუს, თურქული სახელმწიფოები და სეფევიდების იმპერია ქმნიდა ტრადიციულ ირანულ კულტურას. ზუსტად ასევე სომხური კულტურა, რომელი სფეროც არ უნდა ავიღოთ, გახლავთ მითვისებული თურქული და ირანული მემკვიდრეობა (მუსიკიდან კულინარიამდე). ამ თვალსაზრისით, ირანის პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ყველა ისტორიკოსისათვის კარგად ცნობილი ფაქტი. თუმცა, მას არ უხსენებია, რომ სასომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ტერიტორია ყოველთვის შედიოდა აზერბაიჯანში და მხოლოდ ამ სახით განეკუთვნებოდა ირანის გეოპოლიტიკურ სივრცეში.

სამწუხაროდ სომეხი ნაციონალისტებისათვის, საკუთარი ვიზიტით ირანის პრეზიდენტმა „ირანის მეშვეობით იზოლაციიდან გამოსვლის“ ყველა იმედს ხაზი გადაუსვა. ოფიციალური საინფორმაციო წყაროების აღტაცებულნი რეაქციისაგან განსხვავებით გამომცემლობამ ArmenianReport გამოაქვეყნა მასალა მრავლისმეტყველი სათაურით «ირანის პრეზიდენტმა სილა გააწნა სომხების ეროვნულ ღირსებას» და ქვესათაურით «თუკი ასე ახლოს ვართ, რუხანი უბრალოდ ვალდებულია განაცხადოს იმის შესახებ, რომ ყარაბაღის ხალხს თვითგამორკვევის უფლება აქვს».

ArmenianReport წერს: «თუკი ასე ახლოსა ვართ ერთმანეთთან, მაშინ როუჰანი უბრალოდ ვალდებულია განაცხადოს იმის შესახებ, რომ ყარაბაღის ხალხს თვითგამორკვევის უფლება აქვს, რომ მან უკვე გადაწყვიტა საკუთარი ბედ-იღბალი და ცხოვრობს საკუთარ მიწაზე. მაგრამ როუჰანმა არჩია ამ საუბრისათის გვერდი აევლო და ირანის პოზიცია მკვეთრად არ დაეფიქსირებინა. ცხადია, რომ როუჰანი ასე ბაქოსა და ანკარას გამო იქცეოდა, მოერიდა მათ გაღიზიანებას.»

საინტერესოა, როცა ყარაბაღელი ხალხის თვითგამორკვევაზე საუბრობენ, სომეხი ნაციონალისტები რატომღაც გულისხმობენ ეთნიკურ სომხებს, რომელთა რაოდენობა ყარაბაღში ამჟამად 70 ათასს არ აღემატება. მათ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ყარაბაღელ 1 მილიონ აზერბაიჯანელს უფრო მეტი უფლება აქვთ ერქვათ „ყარაბაღელები“, ვიდრე ადგილობრივ სომხებს, რომელთა უმეტესობაც სწორედ ირანიდანაა გადმოსახლებული, რომელთანაც მათ, ჰასან როუჰანისავე სიტყვებით, საერთო ცივილიზაცია აერთიანებთ.

იგივე «ყარაბაღელების» მსგავსად, რომელთაგან უმეტესობას პირველ რიგში ადგილობრივი აზერბაიჯანული ეთნიკური უმრავლესობა წარმოადგენს, სასომხეთის რესპუბლიკის ამჟამინდელი ტერიტორიიდან განდევნილ 200 ათასამდე აზერბაიჯანელსაც აქვს ეროვნული თვითგამორკვევის უფლება.

იქნებ ამ ხალხისათვისაც ეკითხათ, რომელ სახელმწიფოში სურთ ცხოვრება ოჯახის წევრებთან ერთად? მაგრამ, ამ შემთხვევაში ზანგეზური, სევანის ტბის კალაპოტი და სასომხეთის რესპუბლიკის უკიდურესი ჩრდილოეთი უნდა ჩამოეჭრას სასომხეთს და გადაეცეს აზერბაიჯანს, ვინაიდან 1997-1998 წლების ეთნიკური წმენდისას ამ რაიონებში მოსახლეობაში უმრავლესობას აზერბაიჯანელები წარმოადგენდნენ. რის საფუძველზე ართმევენ ამ ხალხს თვითგამორკვევის უფლებას, რომელიც გააჩნიათ სომხებს, რომელთა რიცხობრიობა ბევრად უფრო მცირეა სომეხ მთიან ყარაბაღელებთან შედარებით.

ბოლოსდაბოლოს, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოსახლეობასთან სულიერად და კულტურულად მუსულმანი აზერბაიჯანელები უფრო ახლოს არიან, ვინაიდან თვით ირანში სწორედ აზერბაიჯანული და თურქული მოსახლეობა სრული მოსახლეობის თითქმის 40% შეადგენს, და არა გაურკვეველი აღმსარებლობის სომხები, რომლებიც საკმაოდ ჩამოშორდნენ ქრისტეანობას, რომელსაც სეფევიდების იმპერიაში მათი წინაპრები მისდევდნენ.

„ერის თვითგამორკვევის უფლება“ და დევნილთა და იძულებით გადაადგილებულთა დაბრუნების პრინციპის საკითხი რომ წამოვწიოთ (რომელიც არვის გაუუქმებია), მაშინ ამჟამინდელი სასომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიამ ზომებში მნიშვნელოვნად უნდა მოიკლოს.

ერევანში ირანის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ყარაბაღის საკითხი ომის გზით ვერ მოგვარდება. ირანის პრეზიდენტის აზრით, ირანისათვის სასომხეთი და აზერბაიჯანი მოძმე ერებია. «ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ გავხდებით რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მომსწრენი მშვიდობიანი გზით.», - განაცხადა როუჰანიმ.

სხვათა შორის, ამ მოსაზრებას სრულიად ეთანხმება აზერბაიჯანიც. სწორედ ერევანი ცდილობს დააფიქსიროს საკუთარი აგრესიის საბრძოლო შედეგები 1992-1994 წლებში.

გასაგებია, რომ სომეხ ნაციონალისტებს მეტისმეტად აღელვებთ მათ თვალწინ მიმდინარე აქტიური ეკონომიკური და პოლიტიკური თანამშრომლობა თეირანთან, ბაქოსთან და ანკარასთან. თუმცა ეს პროცესი ირანისათის გარდაუვალია, რომელსაც ურჩევნია 10-მილიონიან აზერბაიჯანთან და 80-მილიონიან თურქეთთან, ვიდრე სასომხეთის აგრესიულ რესპუბლიკასთან, რომელმაც თავად მოიქცია თავი ეკონომიკურ და გეოგპოლიტიკურ იზოლაციაში, სადაც რეალურად მოსახლეობის რაოდენობა მხოლოდ 2 მილიონს შეადგენს (ანუ კატასტროფულად მცირდება შიდა ბაზარიც), და თუ ტენდენცია არ შეიცვალა, კიდევ უფრო მოიკლებს.

ამასთანავე ირანი დგას სხვა ქვეყნებში მუსულმანი-შიიტების უფლებების შევიწროვების საფრთხის წინაშე, ავღანეთით დაწყებული ვიდრე სირიამდე, ერაყამდე და იემენამდე. მაშინ ისმის კითხვა, რა დამოკიდებულება ექნებათ მუსულმან შიიტებს ისეთ „დამცველთან“ მიმართებაში, რომელმაც არა მხოლოდ დაუშვა 1 მილიონი შიიტი მუსულმანის განდევნა საკუთარი მიწებიდან, არამედ ოკუპანტთან და აგრესორთან თანამშრომლობს კიდეც?

ArmenianReport ასევე გვაუწყებს, რომ «სასომხეთში ვიზიტის დროს როუჰანის ხელმძღვანელობით ირანის დელეგაციამ კატეგორიული უარი განაცხადა „სომეხთა გენოციდის“ მემორიალის მონახულებაზე, რაც პირადად ჩვენ მიგვაჩნია ჩვენი ეროვნული ღირსებისათვის სილის გაწნად. როგორც ცნობილია, მემორიალური კომპლექსის მონახულება უცხოური დელეგაციების სასომხეთში ვიზიტის პროგრამის განუყოფელი ნაწილია…. ჯერ კიდევ ამ ვიზიტისათვის მზადებისას ირანულმა მხარემ დაჟინებითი თხოვნით მოგვმართა, ამოგვეღო ვიზიტის სავალდებულო პროგრამიდან „გენოციდის მუზეუმის“ მონახულება. ამას თან ერთვოდა შემდეგი სახის განმარტება, რომ შესაძლებელი იყო, რომ ამგვარი ქმედება არ მოწონებოდა სხვა მეზობელ ქვეყნებს. ბუნებრივია, საუბარი იყო აზერბაიჯანსა და თურქეთზე. ბოლოსდაბოლოს, ერევანში იძულებულნი გახდნენ სავიზიტო ღონისძიებების ოფიციალური ნუსხიდან „სომეხთა გენოციდის“ მემორიალის მონახულება ამოეღოთ».

ირანის პრეზიდენტის მხრიდან გენოციდის შესახებ სომხური მითის იგნორირებამ, ბუნებრივია, აღაშფოთა ArmenianReport-ის გამომცემლობა. თუმცა სომეხმა ნაციონალისტებმა ერთი რამ უნდა გაითავისონ, რომ მათი მითი გენოციდის შესახებ სულ უფრო და უფრო ნაკლებად აქტუალური ხდება, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როცა რეგიონის მთავარი გეოპოლიტიკური მოთამაშეები დაკავებულნი არიან სირიისა და ერაყის მოსახლეობის რეალური გენოციდის თავიდან აცილებით. სირიისა და ერაყის სამოქალაქო ომებმა უკვე იმაზე მეტი სიცოცხლე შეიწირა, ვიდრე ერევნის მიერ ოფიციალურად პროპაგანდირებულმა ციფრებმა „სომხური გენოციდის“ შესახებ. განსაკუთრებით, თუ გავითვალისწინებ იმას, რომ ამ მითით სასომხეთის ხელისუფლება ცდილობს დამალოს მათ მიერ, მეზობელი სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე განხორციელებული რეალური გენოციდი.

http://kavkazplus.com/news.php?id=11113#.Wak7s_kjHcc

წაკითხულია : 1594


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები