ანალიტიკა
16.06.16 19:45
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები მიიჩნევენ, რომ ყარაბაღის კონფლიქტი გაჭიანურდა და მისი სწრაფად გადაწყვეტის წინადადებით გამოდიან, რაშიც რუსეთის დახმარების იმედს გამოთქვამენ. ამის შესახებ „რია ნოვოსტი" იუწყება. „არსებობს მოლაპარაკებათა ფორმატი, იურიდიული ბაზა კონფლიქტის დასარეგულირებლად.
გაერო-ს უშიშროების საბჭომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც აზერბაიჯანის ტერიტორიიდან სომხეთის საოკუპაციო ძალის უპირობო გასვლას ითვალისწინებს.
სამწუხაროდ, გავიდა 20 წელზე მეტი, მაგრამ რეზოლუცია კვლავ ქაღალდზე დარჩა.
ვფიქრობ, რომ რუსეთს, როგორც ჩვენი ახლო მეგობარს, პარტნიორსა და მეზობელს, რა თქმა უნდა, აქვს განსაკუთრებული როლი დარეგულირების პროცესში და ვიმედოვნებთ, უახლოეს მომავალში მოლაპარაკებათა გზით ვიპოვით გადაწყვეტილებას, რომელიც შესაბამისობაში იქნება საერთაშორისო სამართლის ნორმებთან", – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
თავის მხრივ, სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარგსიანმა აღნიშნა, რომ კონფლიქტის გადაწყვეტა შესაძლებელია კომპრომისის საფუძველზე, რომელსაც ეუთო-ს თანათავმჯდომარეები სთავაზობენ.
„აზერბაიჯანული მხარე ყოველთვის გაერო-ს ოთხ რეზოლუციას ეფუძნება, მაგრამ კითხვა მაქვს ბატონ ალიევთან: ამ რეზოლუციებიდან რომელი პუნქტი შეასრულა აზერბაიჯანმა? ერთადერთი ამ პუნქტების შემსრულებელი სომხეთია, რომელიც გამოიყენა თავისი გავლენა ამ საომარი მოქმედებების შესაჩერებლად. თუკი ჩვენ დავუბრუნდებით 90-იანი წლების დასაწყისის მოვლენებს, ვფიქრობ, ერთის მხრივ, კარგი იქნება, მეორეს მხრივ კი რაღაც გაიწელება... თუკი გავაგრძელებთ ერთმანეთისთვის დაბრალებას, ვფიქრობ, ეს კონფლიქტი კიდევ დიდ ხანს ვერ გადაიჭრება", – განაცხადა სარგსიანმა, რომელმაც ვლადიმერ პუტინს მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ მომართულია ამ კონფლიქტის გადასაწყვეტად.
ალიევი-სარგსიანი-პუტინის სამმხრივი შეხვედრა მთიანი ყარაბაღის პრობლემის დასარეგულირებლად გუშინ, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტის სოჭის რეზიდენციაში „ბოჩაროვ-რუჩეიში" გაიმართა.
წაკითხულია : 424
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24
-
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე ოთხი პირი დააკავეს
12:2723.04.24
-
11:4423.04.24
-
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია აზერბაიჯანის მილი მეჯლისის თავმჯდომარეს შეხვდა
11:1223.04.24
-
10:4023.04.24
-
10:0023.04.24
-
7:5623.04.24
-
18:0022.04.24
-
17:4022.04.24
-
17:2022.04.24
-
16:5722.04.24
-
ირაკლი კობახიძემ თბილისში ახალი სტადიონის მშენებლობა დააანონსა
16:2522.04.24
-
16:0522.04.24
-
მამუკა მდინარაძე -29 აპრილის სახალხო შეკრებაზე ბიძინა ივანიშვილი აუცილებლად იქნება, ეს მისი სურვილია
15:4322.04.24
-
სარფში დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს შემოტანის ფაქტი აღიკვეთა
15:2222.04.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი აზერბაიჯანის ელჩს შეხვდა
14:5922.04.24
-
14:3022.04.24
-
14:0522.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ეროვნული მნიშვნელობის საკითხები დროულად იყოს განხილული
13:2522.04.24
-
სამინისტრო - ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებით ახალი პროექტი იწყება
13:0022.04.24
-
მარიამ ქვრივიშვილი - 2024 წლის სამ თვეში საქართველომ უკვე მილიონ ტურისტს უმასპინძლა
12:3122.04.24
-
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს ამკაცრებს
12:0322.04.24