საზოგადოება

საქართველოს, უკრაინის, და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ

04.09.17 18:20


სამეცნიერო-კვლევითი გემის “Mare Nigrum” საშუალებით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებულ პროექტ „შავი ზღვის გარემოს მონიტორინგის გაუმჯობესება (EMBLAS)“ ფარგლებში საქართველოს, უკრაინის, და ევროკავშირის ქვეყნების წამყვანი ექსპერტები შავი ზღვის ერთობლივ კვლევებს ახორციელებენ.
პირველი კვლევა ჩატარდა 2016 წელს, რომლის შედეგადაც 12 სამეცნიერო ფაქტი გამოვლინდა, რაც ასახულ იქნა ნაშრომში „12 ახალი ფაქტი შავი ზღვის შესახებ“.

(http://emblasproject.org/wp-content/uploads/2017/04/Georgia_brochure.pdf )
შავი ზღვის კვლევების მეორე ეტაპი მოიცავს შემდეგ ახალ საკითხებსა და მეთოდებს:

1. დნმ-ის კვალით გამოვლენილი ზღვის ცოცხალი ორგანიზმების ჩამონათვალი:

2. შავი ზღვის ფსკერზე ბაქტერიების სახით დალექილი/დაშლილი ტოქსიური დამაბუნძურებლების გამოკვლევა;

3. შავი ზღვის დამაბინძურებელი ნივთიერების ნუსხის შემდგომი სრულყოფა:

შავი ზღვის მონიტორინგის ფარგლებში უცხოელი სპეციალისტები, გარემოს ეროვნულის სააგენტოს სპეციალისტებთან ერთად შავი ზღვის ბიოლოგიურ, ფიზიკურ-ქიმიურ და მყარი მცურავი ნარჩენების კვლევებს განახორციელებს, რაც მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნების სრულყოფილად შეფასებისათვის. სამეცნიერო ჯგუფს ბათუმის პორტში გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, საქართველოს პარლამენტის გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და სააგენტოს სპეციალისტები დახვდნენ.

სამეცნიერო კვლევის შედეგები საშუალებას მისცემს შავი ზღვის ქვეყნებს ჰქონდეთ სრულყოფილი ინფორმაცია შავი ზღვის მდგომარეობის შესახებ.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები