საზოგადოება

საქართველოში ამინდი კვირის ბოლოს გაუმჯობესდება

16.06.16 20:05


საქართველოში წვიმა კვირის ბოლოს შეწყდება და ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო „ნოვოსტი-გრუზიას“ კორესპონდენტი გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაზე დაყრდნობით.

17 ივნისი
საქართველოს უმეტეს რაიონებში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში შესაძლებელია სეტყვა. დასავლეთ საქართველოში იქროლებს წამში 10-15 მეტრი სიჩქარის ქარი, ხოლო აღმოსავლეთში შეიძლება წამში 17-22 მეტრამდე გაძლიერდეს.

ღამით დასავლეთ საქართველოში მოსალოდნელია 14-19, ხოლო დღისით — 22-27 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ღამით იქნება 5-10, ხოლო დღისით — 18-23 გრადუსი.

აღმოსავლეთის ბარში ღამით იქნება 14-19 გრადუსი სითბო, ხოლო დღისით — 25-30. მაღალ მთაში ღამით მოსალოდნელია 4-10, ხოლო დღისით — 17-22 გრადუსი სითბო.

თბილისში ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება, დროდადრო 17-22 მეტრამდე გაიზრდება. ღამით ტემპერატურა 17 გრადუსი, ხოლო დღისით — 28 გრადუსი იქნება.

18 ივნისი
საქართველოს ზოგიერთ რაიონში წვიმიანი ამინდი შაბათსაც შენარჩუნდება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოს ბარში ღამით მოსალოდნელია 14-19, ხოლო დღისით — 26-31 გრადუსი სითბო. მაღალ მთაში ჰაერის ტემპერატურა ღამით 6-11, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი იქნება.

აღმოსავლეთ საქართველოს ბარში ღამით 15-20, ხოლო დღისით 29-34 გრადუსი იქნება. მაღალ მთაში მოსალოდნელია ღამით 6-11, ხოლო დღისით — 17-22 გრადუსი სითბო.

იწვიმებს თბილისშიც, მაგრამ სინოპტიკოსების ვარაუდით, წვიმა ხანმოკლე იქნება. ღამით ჰაერის ტემპერატურა 18 გრადუსი იქნება, ხოლო დღისით — 31.

19 ივნისი
კვირას საქართველოში ძირითადად უნალექო ამინდი იქნება. ქარის სიჩქარე წამში 10-15მეტრი იქნება.

დასავლეთ საქართველოში ღამით მოსალოდნელია 14-18, ხოლო დღისით — 28-33 გრადუსი; მაღალ მთაში ღამით 6-11, ხოლო დღისით — 21-26 გრადუსი.
აღმოსავლეთის ბარში ღამით 16-21, ხოლო დღისით 29-34 გრადუსი იქნება; მაღალ მთაში — ღამით 6-11, ხოლო დღისით — 18-23.

ღამით თბილისში ჰაერი 18 გრადუსამდე გათბება, ხოლო დღისით — 32 გრადუსამდე.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 406


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები