ანალიტიკა

სომხური კვალი Ту-154 კატასტროფაში: ხალხი დაღუპეს და მიზანს კი მაინც ვერ მიაღწიეს

06.09.17 17:20


როდესაც «კავკასპლიუსმა» ჩაატარა გამოძიება (http://kavkazplus.com/news.php?id=11052) და ვარაუდი გამოთქვა ანკარაში 19 დეკემბერს რუსი ელჩის, ანდრეი კარლოვის მკვლელობაში «სომხური კვალის» არსებობის შესახებ, რაც აშკარად რუსეთ-თურქეთის ურთიერთობების გაფუჭებისაკენ იყო მიმართული, ამ ვერსიაში ყველას ეჭვი ეპარებოდა. თუმცა, სულ რაღაც 6 დღის გასვლის შემდეგ, 2016 წლის 25 დეკემბერს, კიდევ ერთი სისხლიანი ტრაგედია დატრიალდა, რომელსაც თითქოს თურქეთთან არანაირი კავშირი არ უნდა ჰქონოდა.

რუსეთის თავდაცვის თვითმფრინავი Ту-154, რომელშიც 84 მგზავრი და 8 ეკიპაჟის წევრი იმყოფებოდა, ადლერის აეროპორტიდან სირიის მიმართულებით 2016 წლის 25 დეკემბერს მოსკოვის დროით 5:20 საათზე გაფრინდა. აფრენიდან 2 წუთში თვითმფრინავი გაქრა რადარებიდან და კატასტროფა განიცადა შავი ზღვის აკვატორიაში. თვითმფრინავში მყოფი 92-ვე ადამიანი დაიღუპა, ალექსანდროვის სახელობის ცნობილი ანსამბლის წევრები.

თავდაპირველად ტერაქტის ვერსია არც განიხილებოდა და მიიჩნევდნენ, რომ მიზეზი „ტექნიკური გაუმართაობა“ გახლდათ. თუმცა, სულ უფრო და უფრო მეტი ფაქტი არსებობს, რომელიც ტერაქტს ამტკიცებს. სპეციალისტების აზრით, ადლერის სანაპიროს ვიდეოთვალის გამოსახულება საშუალებას იძლევა ამტკიცონ, რომ ზღვაში ჩავარდნამდე თვითმფრინავზე Ту-154 აფეთქება მოხდა. სპეციალისტებს ასევე აფიქრებს თვითმფრინავში ნამსხვრევების გაფანტვის ფართობი.

ტექნიკური გაუმართაობის შემთხვევაში ამგვარი რამ არც მოხდებოდა, ამისათვის კი საკმარისია ფუზელაში დაიშალოს ჰაერში.

Ту-154 ტრაგედიის შემთხვევაში ტერაქტსაც კი რომ ჰქონოდა ადგილი, ანდრეი კარლოვის მკვლელობასთან და სომხური ლობისა და დასავლეთის მცდელობასთან-რუსეთსა და თურქეთში ტერაქტები მოეწყოთ- მიმართებაში, თითქოს, ამ კატასტროფას არავითარი კავშირი არ უნდა ჰქონოდა. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა.

საქმე იმაშია, რომ ადლერში ამ თვითმფრინავის დაშვება საწვავის დამატების მიზნით დაუგეგმავი იყო. თვითმფრინავს ფრენა უნდა განეხორციელებინა მოსკოვთან მდებარე ჩკალოვსკის სამხედრო აეროდრომიდან პირდაპირ სირიის ლატაკიასთან მდებარე რუსული ბაზისაკენ, თურქეთის გავლით.

პროვოკატორებისა და ტერორისტებისათვის მთავარი იყო, რომ თვითმფრინავი აფეთქებულიყო სწორედ თურქეთის ტერიტორიაზე.

ტექნიკურად, ამის განხორციელება შესაძლებელია, თუ კი თვითმფრინავზე დავამონტაჟებთ ასაფეთქებელ ხელსაწყოს წამზომებით, რომლებიც აფრენისას ავტომატურად მოდის მოქმედებაში. ამ შემთხვევაში, თვითმფრინავის მარშრუტის მიმართულების, სიმაღლეზე ასვლის დროის, კრეისერული სიჩქარის ცოდნის გათვალისწინებით შეიძლება დავგეგმოთ ის დრო, როდესაც ასაფეთქებელი ნივთიერება აფეთქდება იქ, «სადაც ტერორისტებს სჭირდებათ» და წამზომიც ამ დროზე უნდა მოიმართოს.

სოჭთან ჩამოვარდნილი რუსეთის თავდაცვის თვითმფრინავი Ту-154 ჩკალოვსკის აეროპორტიდან მოსკოვის დროით 1:38 საათზე აფრინდა 25 დეკემბერს. შეგახსენებთ, რომ ჩკალოვსკი მოსკოვის ოლქის სამხედრო აეროდრომია, მოსკოვიდან 31 კილომეტრში, ქალაქ შელკოვოს სამხრეთ-აღმოსავლეთ განაპირაზე.

Ту-154 თვითმფრინავის კრეისეული სიჩქარე იყო 850 კმ/სთ.

რუსეთში მოსკოვის ოლქში მდებარე ჩკალოვსკის აეროდრომიდან სირიის ლატაკიის ბაზამდე პირდაპირი მანძილი (სამოქალაქო თვითმფრინავით გადაფრენის მანძილი) დაახლოებით 2300 კილომეტრია. სამოქალაქო Ту-154 თვითმფრინავით მგზავრობის დრო ამ მიმართულებით დაახლოებით 3 საათსა და 20 წუთს საჭიროებს (აფრენის დროის, სიმაღლის აკრეფისა და დაფრენის დროის გათვალისწინებით).

თვითმფრინავზე აფეთქება (რომელიც სავარაუდოდ ნამდვილად განხორციელდა) მოხდა 5:22 საათზე მოსკოვის დროით. ჩკალოვსკის აეროდრომიდან აფრენიდან აფეთქებამდე 3 სათი და 44 წუთი გავიდა.

თითქოს ტერაქტის ვერსია თურქეთის თავზე მაინც არ მართლდება. წამზომით აფეთქება 5:22-ზეც რომ ყოფილიყო დაპროგრამებული, იმ დროისათვის თვითმფრინავი უნდა დაშვებულიყო სირიაში ლატიკიის ბაზაში „ხმეინიმ“.

მაგრამ!

თვითმფრინავი Ту-154 მოსკოვიდან ლატაკიაში თავდაპირველად პირდაპირ არ უნდა გაფრენილიყო. საქმე იმაშია, რომ პირდაპირი გზით თვითმფრინავს მოუწევდა უკრაინის ტერიტორიების, ანუ დონბასის, გადაფრენა, სადაც საომარი მოქმედებები ჯერაც არ დამთვრებულა...
უკრაინისა და მით უმეტეს დონბასის საჰაერო სივრცე კი რუსეთის თავდაცვის თვითმფრინავებისათვის დახურულია.

ამგვარად, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები ე.წ. «კაუჭს» ახორციელებენ სამხრეთით ფრენისას, უკრაინისა და დონბასის ტერიტორიების შემოვლით.

ამიტომ რეალური მანძილი, რომელიც თვითმფრინავს მოსკოვიდან ლატაკიამდე უნდა დაეფარა, დონბასის შემოვლით, არანაკლებ 2750-2800 კილომეტრის ტოლი იყო.

ამგვარად, ამის გამო ლატაკიამდე ფრენის დრო (აფრენა-დაშვების დროის გათვალისწინებით) 4 საათითა და 15 წუთით გაიზარდა. ამიტომ, დილის 5:2 თვითმფრინავი ჯერ კიდევ უნდა ყოფილიყო თურქეთის ტერიტორიის თავზე სირიის საზღვართან ახლოს. სწორედ იმ ავბედით ადგილთან ახლოს, სადაც გასულ წელს რუსული სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა.

ანუ, ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა!

თვითმფრინავი უნდა აფეთქებულიყო თურქეთის საჰაერო სივრცეში, სასურველი იყო სირიის საზღვართან ახლოს. ამის შემდეგ კი უნდა ამტყდარიყო სომხური ლობის ყვირილი „ზურგში განმეორებითი დარტყმების შესახებ“ რუსეთის ელჩისათვის ზურგში სროლის შემდეგ.

ამის შემდეგ კი, ვლადიმერ პუტინი, რაც არ უნდა შორს მიმავალი შეთანხმებები ჰქონოდა დადებული რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან, იძულებული გახდებოდა დაჰყოლოდა შანტაჟს და მკვეთრად დაეტორმუზებინა რუსეთ-თურქეთის დაახლოების პროცესი, რაც სწორედ რომ სომხური ლობისა და დასავლეთის წისქვილზე ასხამდა წყალს.

თუმცა მოხდა გაუთვალისწინებელი რამ. რაღაც მიზეზით, გადაწყვიტეს თვითმფრინავის დასმა ავზებში საწვავის დამატების მიზნით (შესაძლოა, სხვა მიზეზითაც) ადლერში. თუმცა, აფეთქება უკვე დაგეგმილი იყო. წამზომი თვითმფრინავში უკვე ამოქმედდა და დაიწყო უკუთვლა აფეთქებამდე. Ту-154 აფრენისთანავე აფეთქდა.

რამდენიმე წუთით დაყოვნების შემთხვევაში, თვითმფრინავი შეიძლება ადლერის აეროპორტში აფეთქებულიყო, ასეთ შემთხვევაში ვინმეს გადარჩენა მაინც მოხერხდებოდა. მაგრამ იგი აფრენიდან 2-4- წუთის შემდეგ აფეთქდა და ზღვაში ჩავარდა რუსეთის ტერიტორიულ წყლებში.

ამ შემთხვევასთან თურქეთის დაკავშირება არ შეიძლება, დიდი სურვილის მიუხედავად. ანუ, ტერორისტებმა უდანაშაულო ხალხი დაღუპეს, მაგრამ თავის მთავარ მიზანს მაინც ვერ მიაღწიეს.

წინასწარი მონაცემებით, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავში, რომელიც შავ ზღვაში ჩავარდა, ორი სომეხი იმყოფებოდა, ორივე რუსეთის მოქალაქე. სპეც-ბორტის მგზავრებს შორის ნახსენებია პოლკოვნიკი ნ. ი. ვაგანოვი, ხოლო ა. ა. ალექსანდროვის გუნდის მომღერლებს შორის იყო ო. პ. გეორგიანი. შესაძლოა, რომელიმე მათგანი „უნებლიე სიკვდილმისჯილადაც“ იქცა. ხომ ცნობილია, რომ სომხური დიასპორისათვის „კონსპირაციული კავშირები“ სულაც არაა უცხო. არის ალბათობა იმისა, რომ რომელიმე მათგანს სომეხმა „ნაცნობებმა“ სთხოვეს საზღვარზე სირიაში გაეტანათ „მეტად მნიშვნელოვანი ამანათი“ და მათაც უარი ვერ უთხრეს, თანაც ეჭვიც არ შეჰპარვიათ ამანათის შემცველობის უსაფრთხოებაში. არც ის არის, გამორიცხული, რომ ამანათი რაიმე სხვა გზით მოხვედრილიყო თვითმფრინავში.

ასეა თუ ისე, თურქეთში რუსი ელჩის, ანდრეი კარლოვის ვერაგული მკვლელობის შემდეგ, თვითმფრინავის Ту-154 ტერაქტი აშკარად იმ ძალების მიერ მზადდებოდა, რომლებიც ცდილობენ ხელი შეუშალონ რუსეთისა და თურქეთის დაახლოებას.




KavkazPlus

წაკითხულია : 307


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები