პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე შტაინმაიერის ვიზიტზე: ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველო-გერმანიას შორის მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა

16.06.16 21:00


საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ გერმანელი კოლეგის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტი დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს კიდევ ერთი გამოხატულებაა საქართველოსა და გერმანიას შორის მაღალი დონის ორხმრივი ურთიერთობისა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მხარეები ყველა აქტუალურ საკითხზე ისაუბრებენ.

„გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკ-ვოლტერ- შტაინმაიერის ვიზიტი საქრთველოში დაგეგმილია კიდევ ერთი გამოხატულება არის საქართველოსა და გერმანიას შორის მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობებისა.

განვიხილავთ ასევე ორმხრივი ურთიერთობების საკითხებს, ასევე რეგიონალური პოლიტიკის ,საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და აგრეთვე გერმანიის, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის როლს“, – განაცხადა ჯანელიძემ.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვოლტერ- შტაინმაიერი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უახლოეს მომავალში ეწვევა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული განცხადებები პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილის გერმანიაში ოფიციალურ ვიზიტის ფარგლებში გაკეთდა . პრემიერის ვიზიტი გერმანიაში დღეს, დღის ბოლოს დასრულდება.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 280


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები