საზოგადოება
16.06.16 21:05
სითი პარკის პრობლემა შესაძლოა მოგვარდეს, მაგრამ ეს დაკავშირებული იქნება იმასთან, რომ ბიუჯეტიდან მინიმუმ 20–25 მილიონი ლარის გადახდა მოგვიწევს.
ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „კომერსანტის დროით“ განაცხადა.
„ჩვენი წინამორბედების მიერ კომპანიასთან გაფორმებული კონტრაქტი არის ძალიან კაბალური, რომელიც აბსოლუტურად ერთი კომპანიის ინტერესებზეა მორგებული.
შესაბამისად, ეს კომპანია უფრო მეტ შემოსავლებს იღებს, ვიდრე ქალაქის ბიუჯეტს რჩება და სხვას არ აქვს შესაძლებლობა შევიდეს ამ ბიზნესში,“– განაცხადა ნარმანიამ და აღნიშნა, რომ მერია ცდილობს, გონივრული ცვლილებები შეიტანოს ამ კონტრაქტში და ამაზე დაიყოლიოს კომპანია. თუმცა ეს რთულია, რადგან, როგორც ნარმანია ამბობს, „როცა მერიას აქვს ხელი მოწერილი და მათი სამართალმემკვიდრე ჩვენ ვართ, ვერაფერს ვერ დავამტკიცებთ სასამართლოში. ამიტომ სასამართლოში წასვლას აზრი არ აქვს.“
დავით ნარმანიას თქმით, სითი პარკს ქალაქში არანაირი ინვესტიცია არ გაუკეთებია გარდა იმისა, რომ „იყიდეს საღებავი და დადგეს ნიშნები.“ სხვა რაიმე სერიოზული საინვესტიციო ვალდებულება კი არ ჰქონიათ.
„რაც ყველაზე მეტად სამარცხვინოა, ისაა, რომ სითი პარკისთვის ტროტუარებზე პარკირების ადგილებიც კი გადაცემული აქვთ და, შესაბამისად, ჩვენი მოქალაქეების ფეხით სასიარულო ადგილებზე დღეს ავტომობილები აყენია. როდესაც ჩვენ ქალაქის ხელისუფლებაში მოვედით, ასეთი 2 ათასზე მეტი ადგილი იყო. ასეთი 500 ადგილი ჩამოვართვით სითი პარკს და დავუბრუნეთ ფეხით მოსიარულეებს. ვგეგმავ, რომ ამ ზაფხულისთვის დანარჩენი 1500–იც ჩამოვართვათ და სექტემბრისთვის ქალაქის ტროტუარები გავათავისუფლო ავტომანქანებისგან. ეს, ბუნებრივია, ავტომობილების მფლობელთა გულისწყრომას გამოიწვევს: როცა ერთ კარგ საქმეს აკეთებ, იმას საპირისპირო უკმაყოფილება მოყვება, მაგრამ მინდა მოვუწოდო მძღოლებს, გაგებით მოეკიდონ ამას, რადგან ტროტუარზე მდგარი ავტომანქანა არის საფრთხე – როცა ავტომანქანები ტროტუარზე გადადგილდებიან და იქვე მოძრაობენ ფეხით მოსიარულეები, რა თქმა უნდა, ესაა მომეტებული რისკის ზონა. ჩვენ, როგორც ქვეყანა, ისე ქალაქი, დასავლური გზით მივდივართ და დასავლეთში უპირატესობა ენიჭება ადამიანს და არა ავტომობილს. მოვუწოდებ სითი პარკს, ალტერნატიული პარკირების ადგილები გააჩინოს,“ – განაცხადა ნარმანიამ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 496
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24