პოლიტიკა

მანანა კობახიძე გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე: საოკუპაციო მხარის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია ამ დანაშაულის გამოძიება

16.06.16 21:15


„საოკუპაციო მხარის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია ამ დანაშაულის გამოძიება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მანანა კობახიძემ 19 მაისს, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმის გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, ამ საქმეზე პასუხისმგებლობა როგორც დე ფაქტო ხელისუფლების საოკუპაციო რეჟიმს, ისე რუსეთს ეკისრება.

„შესაძლებელია ზუსტად ესეც არის, არ სურთ, რომ ასეთი მაღალი დონის ფორმატში, როგორიც არის ჟენევის მოლაპარაკებები, მოხდეს ამ საკითხის განხილვა.

საოკუპაციო მხარის ჩართულობის გარეშე შეუძლებელია ამ დანაშაულის გამოძიება. ამიტომ მთელი პასუხისმგებლობა სწორედ აფხაზურ მხარეს, ამ შემთხვევაში როგორც დე ფაქტო ხელისუფლებას და, რა თქმა უნდა, საოკუპაციო რეჟიმს, რუსეთის მხარეს ეკისრება“, – განაცხადა მანანა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ 19 მაისს რუსმა ოკუპანტმა 30 წლის გიგა ოთხოზორია, სავარაუდოდ, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოკლა.


წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 262


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები