პოლიტიკა

პრეზიდენტის სასახლეში ბოკერია მარგველაშვილს შეხვდა

16.06.16 21:20


,,ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი გიგა ბოკერია პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრაზე იმყოფებოდა. შეხვედრა დაახლოებით 2 საათის წინ შედგა. უცნობია შეხვედრის დეტალები, თუმცა როგორც ,,ნიუპოსტს“ ნაციონალური მოძრაობის პრესამსახურში განუცხადეს, პრეზიდენტთან ბოკერიამ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ისაუბრა.

როგორც ,,ნიუპოსტს“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განუცხადეს, ,,პრეზიდენტი ხვდება პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს და მათ შორის, დღეს შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელს გიგა ბოკერიასაც, თუმცა რა საკითხებზე ისაუბრეს ჩვენთვის უცნობია“.


წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 460


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები