პოლიტიკა

საქართველოს შტაინმაიერი ახლო მომავალში ეწვევა

16.06.16 21:30


უახლოეს მომავალში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვევა, განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.

ეს ვიზიტი ქართულ-გერმანული ურთიერთობების მაღალი დონის კიდევ ერთი გამოვლინება იქნება, განაცხადა მინისტრმა ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ეთერში.
მიხეილ ჯანელიძე სამთავრობო დელეგაციის შემადგენლობაშია, რომელსაც ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ხელმძღვანელობს.

გუშინ, კვირიკაშვილმა გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან მოლაპარაკებები გამართა. მერკელმა საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებას მხარი დაუჭირა.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 433


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები