ეკონომიკა

საქართველო სულ უფრო მომხიბლავი ხდება ჩინური ავიაკომპანიებისთვის

17.06.16 15:20


ავიაკომპანია China Southern Airlines ჩინეთიდან საქართველოში ფრენებს ახალ რეისს ამატებს. ავიაკომპანიის კუთვნილი თვითმფრინავები 22 სექტემბრიდან რეგულარულად იფრენენ პეკინი–ურუმჩი–თბილისის მიმართულებით, იუწყება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტრო.

ეს გადაწყვეტილება ჩინურმა ავიაკომპანიამ მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს თანამშრომლები ჩინეთის უმსხვილესი ავიაკომპანიების: Air China, Hainan Airlines, China Southern Airlines და China Eastern Airlines–ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრაზე მხარეებმა ავიაციის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს და შეთანხმდნენ რომ ქართული საავიაციო ბაზრის ინტენსიურად ათვისების მიზნით, ორი ქვეყნის საავიაციო ხელისუფლებები მჭიდროდ ითანამშრომლებენ მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.

ჩინურმა მხარემ პოზიტიურად შეაფასა სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) მიერ საქართველოში ჩატარებული საავიაციო უსაფრთხოებისა და უშიშროების აუდიტების მიერ გამოვლენილი შედეგები, რაც ხელს შეუწყობს საჰაერო მიმოსვლის გაზრდას.

ჩინურ ავიაკომპანიებთან ასევე გაიმართა კონსულტაციები, რა დროსაც სააგენტოს წარმომადგენლებმა მათ დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს საქართველოს საავიაციო ბაზრის განვითარების ტენდენციების, ასევე ქვეყანაში მოქმედი ლიბერალური საავიაციო საკანონმდებლო ბაზის შესახებ, რაც ამარტივებს საქართველოს მიმართულებით ფრენების დაწყების შესაძლებლობას.


წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 784


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები