ანალიტიკა

როგორ აკანონებენ ირანის ისლამური რესპუბლიკის არქიტექტორები მუსულმანთა განდევნასა და ყარაბაღის მეჩეთების ნგრევას

13.09.17 13:35


წარმოგიდგენთ ასეთ სურათს: მესამე რაიხში გერმანიის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნაცისტებთან შეთანხმებით რომელიმე არქიტექტორი რესტავრაციას უკეთებს ოსვენციმში სინაგოგას – იმ ადგილთან ახლოს, სადაც მილიონობით ებრაელი დახოცეს. როგორი რეაქცია ექნებოდა ნორმალურ ხალხს ამგვარ მოქმედებაზე? ეს იქნებოდა დაღუპულთა ხსოვნის შეურაცხყოფა და დაცინვა, მაგრამ ყარაბაღის ადგილობრივი მუსულმანი მოსახლეობის სწორედ ამგვარი უსასტიკესი დაცინვით არიან დაკავებულნი ირანელი არქიტექტორები, რომელთა შესახებ იწერება იდა სარქისიანის სტატიაში «ირანი დაგვეხმარება შუშას მეჩეთის აღდგენაში», რომელიც განთავსებულია პროსომხური „კავკასიის გეოპოლიტიკური კლუბი“-ს საიტზე.

ამ მასალაში საუბარია იმაზე, რომ 2016 წლის 7 დეკემბერს ე.წ. ყარაბაღის დამოუკიდებელი რესპუბლიკის „ეკონომიკის სამინისტრომ“ და ირანულმა კომპანიამ PartSamanjahanCo., რომელიც სპეციალიზირდება გეოტექნიკურ, სტრუქტურულ და სამეწარმეო პროექტირებაზე, ხელი მოაწერეს პროექტის მიღებასა და ჩაბარებაზე ქალაქ შუშას ზემო მეჩეთის რეკონსტრუქციაზე, ეს მეჩეთი ასევე ცნობილია გოუხარ-აღას სახელით. როგორც ვიცით, «მეჩეთი „მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის“ ე.წ. მთავრობის დაცვის ქვეშ იმყოფება». როგორ იცავენ ეს სეპარატისტულ-ოკუპაციური ხელისუფლება მეჩეთებს, კარგადაა ცნობილი -ყველა მეჩეთი ან დანგრეულია, ან წაბილწული.

გამოდის, რომ ირანული კომპანიაPartSamanjahanCo. თავისი არსით, მხარს უჭერს სომხეთის მიერ სუვერენული მუსულმანური სახელმწიფოს დაპყრობას და მუსულმანი მოსახლეობის განდევნას, მეჩეთების რესტავრირებით ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სეპარატისტულ–ოკუპაციური ხელისუფლების ხელშეწყობით. ამასთან, იწვევს „კავკასიის გეოპოლიტიკური კლუბის“ კოორდინატორის იანა ამელინას ბოროტ სიხარულს, რომელიც ფეისბუქზე საკუთრ გვერდზე იდა სარქისიანის მასალიდან ციტატას აქვეყნებს.

«ერთიანი ირანულ-ყარაბაღული პროექტის რეალიზაციამ ისტორიული ძეგლის, შუშას მეჩეთის აღდგენაზე შესაძლოა შექმნას საფუძველი შემდგომი ორმხრივი თანამშრომლობისა.

არაღიარებული რესპუბლიკის იურიდიული სტატუსის გათვალისწინებით, არსებობს მთელი რიგი სამართლებრივი სირთულეები, თუმცა ისეთი სფეროები, როგორიცაა კულტურული, სავაჭრო-ეკონომიკური, ბიზნეს-სფერო, რომელთაც ჰუმანიტარული მნიშვნელობა აქვთ, შესაძლოა განვითარდნენ საგარეო პოლიტიკური ფაქტორებისაგან დამოუკიდებლად. ირანი, სასომხეთი და „არწახი“ არ აძლევენ აზერბაიჯანს საშუალებას დაუსაბუთებლად დაადანაშაულონ ე.წ. მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის სომხური ხელისუფლება ისლამური ხელისუფლების განადგურებაში. ირანულ-აზერბაიჯანული „კულისებს მიღმა კონფლიქტისათვის“ კი ახალი პლატფორმა გაჩნდა».

ისლამური, მემკვიდრეობის განადგურებასთნ დაკავშირებული ბრალდებები რომ „უსაფუძვლოა“, ეს აშკარაა, ვინაიდან ირანელი არქიტექტორების მიერ ერთ აღდგენილ მეჩეთზე მოდის ათობით დანგრეული და წაბილწული. და ამით ირანი საშუალებას აძლევს ოკუპაციურ ხელისუფლებას შემდგომშიც განაგრძოს დანგრეული მეჩეთების ნანგრევების განადგურება – სომხური საოკუპაციო ხელისუფლება ხომ საჩვენებლად ვითომ „აღადგენენ“ ერთ-ერთ მეჩეთს მაინც.

ანუ, რეალურად, ყარაბაღის ერთადერთი მეჩეთის აღდგენით, ირანი ხელს უწყობს მუსულმანური არქიტექტურის ყველა დანარჩენი ძეგლისა და სიწმინდის განადგურებას ოკუპირებულ ტერიტორიაზე და არა მხოლოდ მეჩეთებისა, არამედ საფლავებისა, საფლავის ქვებისა, სახლებისა და სასახლეებისა, რომლებიც დაკავშირებულია ცნობილ ისტორიულ პიროვნებებთან.

ამ მასალაში ასევე საუბარია იმაზე, რომ მეჩეთების რეკონსტრუქციით დაკავებულია ირანელი არქიტექტორი საიდ ნახავანდი და მისი სპეციალისტების ჯგუფი. პროექტის სპონსორობა თავის თავზე აიღო სომხურმა ფონდმა „აღმოსავლური ისტორიული მემკვიდრეობის აღორძინება“.

იდა სარქისიანი ღიად წერს, «რა სახით იარსებებს არქიტექტურული ძეგლი რეკონსტრუქციის შემდეგ, ჯერჯერობით უცნობია, ვინაიდან არწახში მუსულმანური მოსახლეობა არ გვხვდება.

შესაძლოა, შენობა ამოქმედდეს მუზეუმის სახით, ამავე დროს, რესპუბლიკის მუსულმან სტუმრებს საშუალება მიეცემა შეასრულონ საკუთარი რელიგიური მსახურება-შეასრულონ ნამაზი.»

ანუ სტატიაში საუბარია იმაზე, რომ ოკუპაციურმა ხელისუფლებამ მოაწყო ყარაბაღის მუსულმანური მოსახლეობის გენოციდი და აქვე ეს ხელისუფლება სთავაზობს „ჩამოსულ“ მუსულმან ტურისტებს, სტუმრებს, ამ მიწების ნამდვილი მფლობელებისათვის ჩამორთმეულ და იმ ირანელი არქიტექტორების მიერ რესტავრირებულ მეჩეთში აღავლინონ ლოცვა, რომლებიც თითქოს „ვერც ამჩნევენ“ მუსულმანების განდევნას და ამ წმინდა ადგილის გაუკაცრიელებას. რამდენად შეესაბამება ირანის ისლამური რესპუბლიკის ამგვარი საქციელი მის მუსულმანობის დამცველის სტატუსს, ცოტა გაუგებარია.

მეჩეთის აღდგენა ძირძველი მუსულმანური მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების გარეშე სხვა არაფერია, თუ არა მუსულმანების დაცინვა. თუკი ამ მეჩეთს გამოიყენებენ მუსულმანი-ტურისტები ირანიდან, ისინი უნდა გააფრთხილონ, რომ ყარაბაღში ჩამოსვლით, ჯერ ერთი, ისინი არღვევენ მუსულმანური აზერბაიჯანის სახელმწიფოს სისხლის სამართლის კანონს და მეორე-აფიქსირებენ ეთნიკურ და რელიგიურ წმენდას და მილიონობით მუსულმანს ართმევენ საკუთრ მიწაზე ცხოვრების უფლებას. მისაღები იქნება თუ არა მუსულმანებისათვის წართმეული მეჩეთი მოწყალე ალაჰისათის მისაღები? ეს კიდევ საკითხავია.

გასაგებია, რომ იდა სარქისიანის მასალაში უამრავი ფსევდო ისტორიული სისულელეა დაწერილი. კეროდ, არსად არ არის ნახსენები, რომ ყარაბაღი უძველესი კავკასიური ალბანეთის ტერიტორიაა და რომ სომხური მოსახლეობა რეალურად მასობრივად გადასახლდა იქ შედარებით ახლო პერიოდში – ძირითადად ბოლო ორი საუკუნის განმავლობაში.

ზოგადად, ფრაზა იდა სარქისიანის სტატიიდან «ყარაბაღელი თავადები – მელიქები ინარჩუნებდნენ ფართო უფლებამოსილებას და როგორც ცნობილი მწერალი რაფი წერს საკუთარ წიგნში „ხამსას მელიქობა“, თავიანთი სიდიადითა და სიმდიდრით ჩამოგავდნენ მეფეს, ყველა საკუთარ სამთავროში.» შესაძლოა ასეთივე წარმატებით გამოვიყენოთ მომთაბარე ციგნების ბარონებთან მიმართებაში.

ციგნების ბარონებიც ასევე გავდნენ თავიანთი სიმდიდრით მეფეებს და მათ უფლებამოსილებაში ციგნების მართვისას ვერავინ ერეოდა. არც აზერბაიჯანელი ხანებიც ერეოდნენ სომეხი სათვისტომოს წარმომადგენელთა შიდა საქმეებში, რომლებიც სხვათა შორის მათი ნებართვით ცხოვრობდნენ თურქულ მიწებზე, და როგორც ციგნებს ყავდათ „ბარონები“, ასევე სომხებს ყავდათ თავინთი „მელიქები“, რომლებიც სინადვილეში მხოლოდ და მხოლოდ სომხური სათვისტომოს წარმომადგენელნი იყვნენ და როგორც ბარონების არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ ციგნებს გარკვეული უფლებები გააჩნიათ იმ ტერიტორიებზე, სადაც მომთაბარეობენ, მით უმეტეს მელიქების არსებობა არ აძლევს სომხებს უფლებას პრეტენზია განაცხადონ მთიანი ყარაბაღის მიწებზე.

ყველაზე საინტერესო ის არის, გოუხარ-აღას მეჩეთზე საუბრისას, იდა სარქისიანი ახსენებს მხოლოდ თურქულ ისტორიულ დეტალებს, ეს არის ციტატა:

„XIX საუკუნის ბოლოსკენ აგებული ისლამურ არქიტექტურულ ძეგლებს შორის აღმოჩნდა გოუხარ-აღას (გოვხარ-აღა) მეჩეთი ანუ ზემო მეჩეთი (ჯუმა). ეს გახლდათ ქალაქელი მუსულმანების უმთავრესი მეჩეთი ХХ საუკუნის დასაწყისამდე. იგი აგებულია 1883 წელს ირანელი არქიტექტორის კარბელი სეფი ხანის მიერ არქიტექტურული ნახაზების მიხედვით.

მეჩეთი ხელახლა რესტავრირებულ იქნა სპარსელი ფათხ ალი შახის ყაჯარის ცოლისა და პანახ ალი ხან იბრაგიმ გოუხარის ქალიშვილის სურვილისამებრ, რომლის პატივსაცემადაც მეჩეთმა მიიღო თავისი სახელწოდება.“

ორივე ზემოთ ხსენებული ირანელი არქიტექტორი, მათი შვილებით და შვილიშვილებით წარმოშობით აზერბაიჯანელი იყო. სამწუხაროდ მათი სისხლისმიერი ძმები განდევნილ იქნენ აზერბაიჯანის ქალაქ შუშადან და უკვე მეოთხედი საუკუნეა რაც ვერ უბრუნდებიან საკუთარ სახლებს და ვერ აღასრულებენ ღვთისმსახურებას საკუთარ მეჩეთში.




KavkazPlus

წაკითხულია : 271


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები