პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს ევროპული არჩევანი ეს არის თაობათა არჩევანი

17.06.16 16:20


საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს არა მხოლოდ არსებულ პრიორიტეტს, არამედ ეს არის თაობათა არჩევანი, რომელიც იზიარებს საქართველოს იდენტურობის ერთიან აღქმას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჰუმბოლდტის უნივერსიტეტში საჯარო ლექციაზე განაცხადა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურიდან აცნობეს, საჯარო ლექციას დაესწრნენ ბერლინის სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების პროფესორ-მასწავლებლები, ექსპერტები და სტუდენტები.

”საქართველოს ევროპული არჩევანი წარმოადგენს არა მხოლოდ არსებულ პრიორიტეტს, არამედ ეს არის თაობათა არჩევანი, რომელიც იზიარებს საქართველოს იდენტურობის ერთიან აღქმას. ეს არის არჩევანი, რომელიც დაგვეხმარა უკანასკნელი წლების მანძილზე მიგვეღწია მნიშვნელოვანი პროგრესისთვის ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით. ეს არის შედეგი. ჩვენ მივაღწიეთ წარმატებას და განვაგრძობთ წარმატებულ სვლას ყველა იმ ვალდებულების განხორციელების კუთხით, რომელსაც ითვალისწინებს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს ქვეყნის განვითარებისა და თანამედროვე ევროპული დემოკრატიის დამყარების გეგმას.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე წარმოადგენს ასოცირების შეთანხმების შემადგენელ ნაწილს, რომელიც უზრუნველყოფს მსოფლიოს ყველაზე დიდ ბაზარზე, ევროპულ ბაზარზე, ქართული პროდუქციის თავისუფალ და მარტივ მიწოდებას. აღნიშნული ხელს შეუწყობს საინვესტიციო კლიმატის აყვავებას და ეკონომიკურ ზრდას. ევროპასთან ასოცირება ჩვენთვის იმაზე მეტია, ვიდრე პოლიტიკა და ბიზნესი: ჩვენ ვიღწვით იმისათვის, რომ დავაახლოვოთ ქართველი და ევროპელი მოქალაქეები ყველა სფეროსა და ყველა სექტორში, ნებისმიერ დონეზე”, - განაცხადა პრემიერმა.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 622


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები