ანალიტიკა

ოსური სეპარატიზმი საფრთხეს უქმნის ესპანეთის ერთიანობასა და ევროპის მომავალს

15.09.17 16:20


დასავლეთ ევროპაში ამაოდ ფიქრობენ, რომ მათ არ შეეხება სეპარატიზმი სამხრეთ კავკასიაში, კერძოდ, სეპარატისტული წარმონაქმნების არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე (ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა ანუ ალანია).

დღესდღეობით თანამედროვე გლობალურ მსოფლიოში ყველაფერი ურთიერთდამოკიდებულებაშია და ფანტომი ფსევდო- სახელმწიფოს არსებობა საქართველოს ტერიტორიაზე, ცხინვალის რეგიონში, რომლის საფუძველსაც ველური ეთნონაციონალიზმი წარმოადგენს და არაფერი აქვს საერთო ისტორიულ სინამდვილესთან, სახიფათოა სხვა სუვერენული სახელმწიფოებისათვის, რომლებიც საქართველოს ბევრად აღემატებიან.

დღესდღეობით გარკვეული ძალები ცდილობენ ერთიანი ესპანური სახელმწიფოს დაშლას, პროვოცირებას უკეთებენ რა მისგან ეკონომიურად ერთ-ერთ ყველაზე განვითარებული კუთხის, კატალონიის, გასვლას და აქ, ადგილობრივი სეპარატისტების „საშველად“ მათ დესტრუქციულ და დამანგრეველ საქმიანობაში. მიდიან ოსი ნაციონალისტები, რომლებიც კატალონიელოებს აქეზებენ ერთიანი ესპანური სახელმწიფოს დაშლისაკენ.

ამასთან, ოსი ნაციონალისტები უკვე დაუსწრებლად აცხადებენ საკუთარ თავს კატალონიელთა მონათესავე ეთნოსად, ამისათვის კი იყენებენ სრულიად ანტიმეცნიერულ მითს ოსების წარმოშობის შესახებ უძველესი ხალხისაგან-ალანებისაგან (რომლებიც საფუძვლიანი ისტორიული კვლევების თანახმად თურქული წარმომავლობისა არიან). საქმე იმაშია, რომ თავად სახელწოდება „კატალონია“ წამოვიდა ამ მიწებზე ალანთა და მათი მონათესავე გოთების ჩამოსახლების შემდეგ. სწორედ სიტყვიდან „გოთ-ალანია“ წარმოსდგება მისი სახელწოდებაც „კატალონია“.

დღესდღეობით ოს ნაციონალისტებსა (ცხინვალელი სეპარატისტების ჩათვლით) და მათ თანამოაზრე მოძმეთა შორის ბარსელონაში გულის ამაჩუყებელი „ერთობა“ შეინიშნება.

Facebook სოციალურ ქსელში ოსი ნაციონალისტების ჯგუფში «АЛАНТÆ» ერთ-ერთმა ოსმა მომხმარებელმა ვლადიმირ სიუკაევმა კერძოდ განათავსა მეტად საგულისხმო ტექსტი:

«გოთ ალანიას სურს კვლავ ჩაატაროს რეფერენდუმი ესპანეთიდან გამოყოფასთან დაკავშირებით. კატალონიის დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმი გაიმართება 1 ოქტომბერს. მსოფლიო რუკაზე ახალი, მეორე ალანიის გამოჩენის მოლოდინში ვართ ოსეთის სამხრეთ ალანიის შემდეგ. წარმატებებს ვუსურვებთ კატალონიას!!!»

ყველაზე საინტერესო კი ის არის, რომ კატალონიელი და ცხინვალელი სეპარატისტების დროშათა ფერები საოცრად გავს ერთმანეთს. ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სეპარატისტული დროშის ფერები ყვითელ-წითელ-თეთრია, ხოლო კატალონიის დროშა-წითელ-ყვითელ ზოლიანია. შესაძლოა, ეს უბრალო დამთხვევაც იყოს. მაგრამ, უნდა გავითვალისწინოთ, რომ სეპარატიზმს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში გარკვეული ძალები უჭერენ მხარს, რომელთაც სურთ „ააფეთქონ“ მსოფლიო და ჯერ კიდევ მშვიდობიანი რეგიონები ომისა და კონფლიქტების ქარცეცხლში გახვიონ. არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ თუ კი კატალონიელი სეპარატისტები საწადელს ვერ მიაღწევენ, მათ სავსებით შეუძლიათ ცხინვალელი სეპარატისტების „შეიარაღებული წინააღმდეგობის“ გამოცდილება გაიზიარონ (სეპარატისტული ბანდფორმირებების შექმნა, ეთნიკური წმენდა და ა.შ.).

ევროპას ქვეშ „შენელებული მოქმედების ნაღმი“ აქვს დადებული სეპარატიზმის სახით. აშკარაა, რომ კატალონიის ესპანეთიდან გამოყოფის შემთხვევაშსი მთელი ევროკავშირის მასშტაბით „დომინოს ეფექტი“ ამოქმედდება. ესპანეთს სხვა ეროვნული კუთხეებიც გამოეყოფიან - გალისია და ბასკეთი. ინგლისს დატოვებენ შოტლანდია და უელსი, საფრანგეთში თავს წამოყოფენ კორსიკელები და ბრეტონები, ბელგია დაიყოფა ფლანდრიად და ბოლონიად, ჩრდილოეთ იტალია გაემიჯნება სამხრეთ იტალიას და ა.შ. შედეგად, ჯერჯერობით სტაბილურ ევროპაში შესაძლოა დაიწყოს შეუქცევადი ქაოსი.

ამიტომ, ევროპელ პოლიტიკოსებს, რომლებიც მიჩვეულნი არიან საქართველოში არსებულ სეპარატიზმის პრობლემებს თითებ შორის უცქირონ (და მხოლოდ სიტყვიერი კრიტიკით შემოიფარგლონ), დაფიქრება მართებთ. სეპარატიზმის ეპიდემია და მასთან დაკავშირებული ომები და კონფლიქტები წალეკავს ჯერჯერობით წარმატებულ და სტაბილურ ევროპულ ქვეყნებსაც კი.




KavkazPlus

წაკითხულია : 208


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები