მსოფლიო

დონალდ ტრამპი - ტერორისტები ავადმყოფი და შეშლილი ხალხია, მათთან ბრძოლა მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს

15.09.17 20:30


აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დღეს ლონდონში მომხდარ ტერაქტს გამოეხმაურა. „ტერორისტების მიერ განხორციელებულია მორიგი თავდასხმა. ეს ავადმყოფი და შეშლილი ხალხია. მათთან ბრძოლა უფრო მკაცრი მეთოდებით უნდა მოხდეს“, - დაწერა დონალდ ტრამპმა „ტვიტერის“ პირად გვერდზე.

ლონდონის მეტროში მომხდარი ტერაქტის შედეგად საავადმყოფოებში 18 ადამიანია გადაყვანილი. პოლიციის ინფორმაციით, მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

Sky News-ის კორესპონდენტის, მარკ უაიტის ინფორმაციით, ლონდონის მეტროში მომხდარ აფეთქებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაცია მიმდინარეობს.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 136


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები