ეკონომიკა

საქართველოში ფულადი გზავნილების რიცხვმა იმატა

15.09.17 21:35


2017 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 121.8 მლნ აშშ დოლარი, ანუ 291.9 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.1 პროცენტით (16.0 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2016 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

აღნიშნულზე ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.5 პროცენტი იმ 14 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 14 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.0 პროცენტი მოდიოდა.

2017 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 19.4 მლნ აშშ დოლარი (46.5 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 17.3 მლნ აშშ დოლარისა (40.2 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.


წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები