პოლიტიკა
16.09.17 16:15
ლილოს ნაგავსაყრელის ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, ევროსტანდარტებთან შესაბამისი საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხანა აშენდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ამის შესახებ მემორანდუმს ხელი თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, „თბილსერვის ჯგუფის" დირექტორმა, ლევან ჯღარკავამ და კომპანია „კა დე ვე ჯორჯიას" დირექტორმა, ვაჟა სამადბეგიშვილმა უკვე მოაწერეს.
უწყების ცნობით, 2016 წელს ნარჩენების გადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობაზე თბილისის მერიის მიერ ინტერესთა გამოხატვის გამარჯვებული კომპანია „კა დე ვე ჯორჯია" გახდა.
„პროექტი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის სრულ ციკლს მოიცავს, რაც გულისხმობს ნარჩენების სორტირება-რეციკლირებას (პოლიმერები, ცელულოზა, ტექსტილი, შუშა, მეტალი, ელექტრო და საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ვინილი და სხვა) და გადამუშავებას თანამედროვე, ნოუ-ჰაუ KDV ტექნოლოგიით — დახურულ უჟანგბადო სივრცეში. სხვა მეთოდებისგან განსხვავებით, დამუშავების ასეთი წესი გარემოს არ აზიანებს", — ნათქვამია განცხადებაში.
ტექნოლოგიური ციკლის ბოლოს, ნარჩენების გადამუშავების გერმანული KDV ტექნოლოგიის მეშვეობით ორი ძირითადი სარეალიზაციო პროდუქტი მიიღება: ევრო-5 სტანდარტის სინთეტიკური დიზელი და ბიტუმი (ასფალტის წარმოებისთვის), აცხადებენ მერიაში.
კომპანია „კა დე ვე ჯორჯია" მისი ძირითადი პროდუქტების — დიზელისა და პოლიმერების საერთაშორისო ბაზრებზე ექსპორტს, ხოლო სხვა პროდუქტების, როგორებიცაა მაგალითად, ბიტუმი და მეტალის ჯართი- ადგილობრივ ბაზარზე რეალიზაციას გეგმავს.
ნაგავსაყრელების საკითხი თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტში ერთ–ერთი საკვანძო საკითხია, რომელიც ქალაქში ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ არის მიმართული.
ამჟამად თბილისში მხოლოდ ერთი – ლილოს ნაგავსაყრელი მოქმედებს. კიდევ ერთი ნაგავსაყრელი გლდანში – დაკეტილია.
გლდანის ნაგავსაყრელის დახურვა ნორმების დარღვევით მოხდა და ის წყალსაცავთან ახლოსაა, რაც საფრთხეს ქმნის. რაც შეეხება ლილოს ნაგავსაყრელს, იქ არსებობს ნიადაგის, სასმელი წყლის, სასოფლო დანიშნულების მიწებისა და ქარის გამო – ჰაერის დაბინძურების საფრთხეები.
ლილოსა და გლდანის მოსახლეობამ არაერთხელ გამართა საპროტესტო აქცია, სადაც მათი სახლებიდან ნაგავსაყრელების შორს გადატანას მოითხოვდა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ადრე პირობა დადო, რომ თბილისში ახალ, გარემოსთვის უსაფრთხო ნაგავსაყრელს ააშენებდა.
შაბათს ტელეკომპანია „იმედმა" (Imedi) გაავრცელა ინფორმაცია, რომ სოფელ ლილოში მდინარე ლოჭინი გაწითლდა. მდინარის წყლის აღებულ სინჯებს უკვე იკვლევს შესაბამისი სამსახური.
თუმცა, წინასწარი დათვალიერების შემდეგ სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ გარემოს დაბინძურებას თბილისის ნაგავსაყრელი იწვევს. ამ მდინარეში კი ზაფხულში ბავშვები ბანაობენ.
წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/
წაკითხულია : 127
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24