პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი - მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, რევოლუციის ორგანიზებას არ ვაპირებ

18.09.17 14:45


ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი კიევში მომხრეებს აგროვებს, რათა უმაღლეს რადას და პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს თავისი მოთხოვნები გააცნოს. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა „გორდონის“ ინფორმაციით, სააკაშვილმა ვინიცში მიტინგის დროს განაცხადა.

„მთელ უკრაინას მოვივლით და მოთხოვნებს შევაგროვებთ, შემდეგ ეს მოთხოვნები გადაეცემა უმაღლეს რადას და უმაღლეს „ბარიგას“, - აღნიშნა სააკაშვილმა. ის თავისი მოთხოვნების შესრულებას კანონიერი გზით შეეცდება.

„მიუხედავად იმისა, რომ ძველი რევოლუციონერი ვარ, ახალი რევოლუციის ორგანიზების არანაირი სურვილი არ გამაჩნია“, - განაცხადა ექს გუბერნატორმა.

უკრაინის მოქალაქეობის გაუქმების შემდეგ, მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში 10 სექტემბერს დაბრუნდა და საზღვრიდან ლვოვში გაემგზავრა. 12 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინის ბევრი ქალაქისა და სოფლის მოვლას აპირებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 163


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები