პოლიტიკა

„პატრიოტთა ალიანსი“ მოსკოვში მორიგ ვიზიტს ოქტომბრის დასაწყისში გეგმავს

18.09.17 16:30


„პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენლები მოსკოვში მორიგ ვიზიტს ოქტომბრის დასაწყისში გეგმავენ, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „პატრიოტთა ალიანსის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ადა მარშანიამ განუცხადა.

მისი თქმით, შეხვედრები გაიმართება რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, მათ შორის სახელმწიფო დუმის წევრებთან. მისივე თქმით, შეხვედრებზე საუბრის ძირითადი თემა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონი იქნება. ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარი ირმა ინაშვილმაც გააკეთა.

"კონკრეტულ თემებზე ამ ეტაპზე ვერ ვისაუბრებ, თუმცა იქნება შეხვედრები რუს დეპუტატებთან. ჩვენ ვიმოქმედებთ პრინციპულად. საქართველომ იცხოვრა ბოკერიასა და სააკაშვილის დიალოგის ქვეშ, რომ პირდაპირი დიალოგი არის ქვეყნის ღალატის ტოლფასი.

ქვეყნის მოღალატე ის არის, ვინც ხელს უშლის პირდაპირ დიალოგს აფხაზეთთან, ოსეთთან, რუსეთთან",- განაცხადა ინაშვილმა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები