პოლიტიკა
18.09.17 17:15
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით თურქმენეთში იმყოფება.
პარლამენტის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს, აკჯა ნურბერდიევას შეხვდა.
მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს.
მათი განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსა და თურქმენეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 25 წლის წინ დამყარდა, ხალხებს შორის კავშირი გაცილებით ხანგრძლივ, ისტორიულ პერიოდს ითვლის.
აკჯა ნურბერდიევას თქმით, თურქმენეთში კარგად იცნობენ საქართველოს ისტორიასა და კულტურას.
შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების სხვადასხვა მიმართულებით გაღრმავების შესახებ საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა მაღალი დონის გაცვლითი ვიზიტების მნიშვნელობა.
მხარეების თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს თურქმენეთში საქართველოს პრემიერ მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი, რომელიც მიმდინარე წლის აგვისტოში შედგა.
შეხვედრაზე ეკონომიკის, ვაჭრობის, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების საკითხები განიხილეს.
აჯკა ნურბერდიევამ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს თურქმენეთში მიმდინარე პროცესები და ქვეყნის სოციალური პოლიტიკა გააცნო. თავის მხრივ, ირაკლი კობახიძემ საქართველოში მიმდინარე რეფორმებისა და ქვეყნის განვითარების პრიორიტეტების შესახებ ისაუბრა. აკჯა ნურბერდიევა დაინტერესდა საქართველოს განათლების სისტემითაც.
მხარეებმა საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის შესახებ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით, აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ თურქმენეთის მეჯლისის თავმჯდომარეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
შეხვედრას თურქმენეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი, კახა ოქრიაშვილი და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი, ნიკოლოზ სამხარაძე, ხოლო თურქმენეთის მხრიდან - მეჯლისის თავმჯდომარის მოადგილე გულშატ მამედოვა და მეჯლისის ყველა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდა.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ირაკლი კობახიძემ თურქმენეთის ისტორიის ეროვნული მუზეუმი მოინახულა და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.
თურქმენეთის პრეზიდენტის, გურბანგული ბერდიმუჰამედოვის მოწვევით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციის წევრებთან ერთად, მეხუთე აზიური თამაშების - „აზიადა 2017“-ის გახსნის ცერემონიასაც დაესწრო.
წყარო : IPN /www.interpressnews.ge/
წაკითხულია : 145
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24