ანალიტიკა

ქართველები იწყებენ სომხური ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას საკუთარ სასაზღვრო მიწებზე

18.09.17 17:30


სომხეთის მიერ სომხურ-ართული სასაზღვრო ზოლის თავხედურმა გადაწევამ და ქართული მიწების დასაკუთრებამ, როგორც იქნა, საქართველოში საზოგადოებრივი რეზონანსი და პროტესტი გამოიწვია. გაჩნდა იმედი, რომ სასომხეთის მცოცავი ოკუპაციის აღკვეთა თუ არა, საქართველოს ტერიტორიაზე მისი დროებითი შეჩერება.

შეგაზსენებთ, რომ ყოველწლიურად სომეხი მესაზღვრეები ხან ერთ და ხან მეორე სასაზღვრო მონაკვეთში „ავიწროვებენ საქართელო-სასომხეთის საზღვრებს“. შედეგად კი, სასაზღვრო ქართული სოფლების მოსახლეობა (ეროვნებით სომხების ჩათვლით!) მიწების, ტყეების, საძოვრებისა და ბოსტნების გარეშე რჩებიან. ამასთან, ისეთი ტემპებით მოიწევენ წინ, რომ სომხურ მხარეს შესაძლოა დასახლებული პუნქტიც კი აღმოჩნდეს.

ჩვეულებრივ ამბად იქცა სრულიად უკანონო სომეხი მესაზღვრეების „რეიდები“ საქართველლოს ტერიტორიაზე, სადაც ისინი იპარავენ საქონელს და სასაზღვრო სოფლებიდან მოსახლეობა მძევლად აჰყავთ, განსაკუთრებით კი აზერბაიჯანული წარმოშობის საქართელოს მოქალაქეები.

შემდეგ კი ამ ხალხს იმაში ადანაშაულებენ, რომ მათ „უკანონოდ გადაკვეთეს საზღვრები“.

თუმცა, ერევნის რეჟიმის „კეთილგანწყობის გათვალისწინებით“ აზერბაიჯანელთა მიმართ, საქართველოს აზერბაიჯანელი მოქალაქეები ცდილობენ ზედმეტად არ მიუახლოვდნენ აღნიშნულ საზღვარს.

შეგახსენებთ, რომ სასომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე 1987-1991 წწ. განხორციელდა აზერბაიჯანელი მოსახლეობის გენოციდი და სომხურ-ქართული საზღვრის გაღმა მხარეს, სადაც 1988 წლამდე უმეტესწილად აზერბაიჯანელები ცხოვრობდნენ, არ დარჩა არც ერთი აზერბაიჯანელი.

მიუხედავად ამისა, წლიდან წლამდე გრძელდება სომეხი მესაზღვრეების მხრიდან საქართველოს ტერიტორიების დარბევა. და ეს ხორციელდება სასაზღვრო ზილის უკანონო მცოცავი „გადაადგილების“ ფონზე, რომლის შედეგადაც სომხური მხარის მიერ უკვე ოკუპირებულია ქართული მიწების ასობით ჰექტარი.

თუმცა ქართული საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება გამოიწვია იმან, რომ სასომხეთმა თავხედურად მიითვისა ძირძველი ქართული სამონასტრო კომპლექსი გუჯაბი, თვითნებურად გადმოწია რა საზღვარი დაახლოებით 500 მეტრით ისე, რომ ტაძარი სომხების კონტროლქვეშ მოექცა. ამასთან, საბჭოთა კავშირის დროს გუჯაბის მონასტერი ცალსახადა საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფებოდა, და მხოლოდ სსრკ დაშლის შემდეგ გადმოწიეს სომხებმა ამ რაიონში ადმინისტრაციული საზღვრები, რეალურად კი, ქართული კულტურის უნიკალური ძეგლი და ქართული სიწმინდე ხელში ჩაიგდეს.

ცოტა ხნის წინ კი ქართველებმა საქმით დაამტკიცეს, რომ მოთმინებასაც აქვს საზღვარი და ამის შემდგომ საქართელო წინააღმდეგობას გაუწევს სომხების მიერ ართული მიწების თავხედურად ხელში ჩაგდებას.

31 აგვისტო, 2017 წ. თბილისში, მთავრობის სასახლესთნ ახლოს გაიმართა საპროტესტო აქცია “არა – სომხური ოკუპაციის დაკანონებას“.

აქციის ორგანიზატორებად მოგვევლინნენ ორგანიზაციის „საქართველოს ნაციონალისტური კულტურის“ წევრები.

ორგანიზატორებიდან გიორგი ჭელიძემ გამოსვლის დროს განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მუდმივად მეზობელ ქვეყნებს საქართველოს ტერიტორიებს “ურიგებს”.

„ახლა ხუჭაპისა (ჰუჯაბის დედათა მონასტერი) და მის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ტყის დრო დადგა. ჩვენ საგარეო საქმეთა სამინისტროდან პასუხი მივიღეთ, რომ დიახ რეალურად დემარკაციის პროცესი მიმდინარეობს, რომლის მიხედვით ჰუჯაბის მონასტერი და მისი მიმდებარე ტერიტორია სომხეთის რესპუბლიკის შემადგენლობაში შედის. ეს არა მხოლოდ სრულიად ტყუილია არამედ ღალატი. სხვაგვარად ვერ ვუწოდებ იმას, რომ ჩვენი მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს საბჭოთა კავშირის მხრიდან დახაზულ რუკაზე დაყრდნობით, იმ ქვეყნის რუკაზე დაყრდნობით, რომელმაც ჩვენი ქვეყნის ტერიტერიების ოკუპირება მოახდინა“.

ალიქ მედიასთან საუბარში ჭელიძემ საპროტესტო აქციის მიზანზე ისაუბრა.

„ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი აქციაა. ჩვენი მიზანია მთავრობა გავაფრთხილოთ, რომ მსგავსი ნაბიჯი არ გადადგას და არ გააგრძელოს დაწყებული პოლიტიკა“.

იმედია, რომ ქართული საზოგადოება უახლოეს მომავალში მიაღწევს იმას, რომ საქართველოს მთვრობა შეწყვეტს სომხების მიერ ტერიტორიების უკანონოდ დასაკუთრებას, და მოსთხოვს სომხურ მხარეს დააბრუნოს უკანონოდ «მითვისებული ქართული მ იწები.





KavkazPlus

წაკითხულია : 388


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები