საზოგადოება

ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გაიხსნა

17.06.16 18:15


დაცული ტერიტორიების საააგენტოს თავმჯდომარემ ლაშა მოისწრაფიშვილმა სოფელ ქვემო ალვანში ვეტერინარული ცენტრი გახსნა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის სამინისტროდან აცნობეს, ცენტრი იმ მეცხვარეებისთვის აშენდა, რომლებიც საძოვრებად ვაშლოვანის და თუშეთის დაცულ ტერიტორიებს იყენებენ.

ვეტერინარული ცენტრი ვეტაფთიაქსა და მობილურ ვეტერინალურ მომსახურებას აერთიანებს და ყველა საჭირო ტექნიკით არის აღჭურვილი. ამ ეტაპზე ცენტრი 5 000 ცხვარს მიიღებს, მის ოპერირებას კი კახეთის ვეტერინართა რეგიონული ასოციაცია მოახდენს. ვეტერინარული ცენტრი გაერო-ს განვითარების პროგრამის პროექტის „საძოვრების მდგრადი მართვა საქართველოში ადგილობრივი თემებისათვის კლიმატის ცვლილების შერბილებისა და მასთან ადაპტაციის სარგებლისა და დივიდენდების დემონსტრირების მიზნით“ - ფარგლებში, ასოციაციების მართვის ცენტრთან (AMC) პარტნიორობით მოეწყო.


წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 487


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები