პოლიტიკა

პროკურატურამ საქართველოს პატრიარქის ექს-მცველის ჩვენებები განმარტა

19.09.17 14:50


თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი უკვე დაკავებულია, განაცხადა მთავარი პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი გრძელიშვილმა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მიერ კვირას გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საპატრიარქოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა, რომ თურქეთის მიერ ტერორიზმში ბრალდებული ორი პირი პატრიარქის ბინაში ცხოვრობდა.

აღნიშნულის თაობაზე კომენტარი გააკეთა ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა გიორგი ანდრიაძემ და განაცხადა, რომ არ იცის, ვისზეა საუბარი.

მისი თქმით, ერთ-ერთი დაკავებული უკვე ექსტრაირებულია თურქეთში, ხოლო მეორის მიმართ ექსტრადიციისთვის აუცილებელი პროცედურები მიმდინარეობს.

პროკურატურის პრესსამსახურის წარმომადგენელმა არ დააკონკრეტა დაკავებულების ვინაობა.

მედიის ვარაუდით კი საუბარია მუსტაფა ზორდლუჯანზე, რომელიც 2016 წელს დააკავეს საქართველოში და თურქეთს გადასცეს.

საპატრიარქოს ინფორმაციით, აღნიშნული პირი რამდენიმე თვეში გათავისუფლდება საპატიმროდან.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები