პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი ეუთოს გენერალურ მდივანს შეხვდა

19.09.17 15:05


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ნიუ-იორკში, გაეროს შტაბბინაში ეუთოს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს შეხვედა.

საქართველოსა და ეუთოს თანამშრომლობა, ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და ეუთო-ს როლი კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში იყო შეხვედრის მთავარი თემები.

შეხვედრაზე, პრემიერმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე და ხაზი გაუსვა ეუთოს ჩართულობის მნიშვნელობას ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებსა და ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოში დაგეგმილ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს.

პრემიერმა ეუთოს გენერალურ მდივანს მადლობა გადაუხადა ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის აქტიური ჩართულობისთვის საარჩევნო პროცესის მონიტორინგში, რაც მაქსიმალურად გამჭვირვალე საარჩევნო გარემოს უზრუნველყოფას შეუწყობს ხელს.

პრემიერმა ტომას გრემინგერს ეუთოს გენერალურ მდივნად დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 172


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები