პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ მიერ მერობის კანდიდატის შეცვალას აქცია მოჰყვა

19.09.17 15:15


„ქართულმა ოცნებამ“ მარნეულში მერობის კანდიდატი შეცვალა. ამირან გიორგაძის ნაცვლად, მმართველი გუნდიდან კენჭს თეიმურაზ აბაზოვი იყრის.

მმართველი პოლიტიკური პარტიის გადაწყვეტილებას პროტრსტი მოჰყვა. გიორგაძის მხარდამჭერები პარტიის ოფისთან შეიკრიბნენ. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციაც.

პარტიის მთავარ ოფისში მოგვიანებით კონსულტაციები გაიმართა, დახურული შეხვედრის შემდეგ განმარტება გააკეთა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ.

მამუკა მდინარაძემ დაადასტურა, რომ „ქართული ოცნებიდან“ მარნეულის მერობისთვის თეიმურაზ აბაზოვი იბრძოლებს, რაც შეეხება უკვე ყოფილ კანდიდატს ამირან გიორგაძეს, ის საკრებულოს სიის პირველი ნომერი იქნება.

„პარტია არის ცოცხალი ორგანიზმი და დემოკრატია არა მხოლოდ ქვეყანაში, არამედ პარტიაშიც დასაშვებია, გარკვეულ გადანაცვლებაზეც არის საუბარი აქ. მარნეულში გვყავს ორი ძალიან ძლიერი კანდიდატი ჩვენ. გადაწყვეტილება არის ასეთი, რომ აბაზოვი იქნება მერობის კანდიდატი, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, შესაბამისად, სიის პირველი ნომერი იქნება გიორგაძე,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 154


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები