პოლიტიკა

მიხეილ ჯანელიძე გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში კოლეგა მინისტრებთან ორმხრივ შეხვედრებს მართავს

19.09.17 15:40


მიხეილ ჯანელიძე შეხვდა იორდანიის, ინდონეზიის, იემენის, სამოას, ტოგოსა და იამაიკის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ინფორმაციას ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრებზე საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვააღნიშნულ ქვეყნებთან ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობას. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრთან ამან ალ საფადთან შეხვედრაზემინისტრები შეთანხმდნენ მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოსა და იორდანიას შორის თანამშრომლობის განვითარებაზე მათ შორის ისეთ სფეროებში, როგორიც არის ეკონომიკა,ინვესტიციები, ჯანდაცვა, განათლება. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ ამ მიმართულებით საქართველოსთან აქტიურად ითანამშრომლებს იორდანიისსაინვესტიციო სააგენტო, მინისტრმა ასევე გამოხატა დაინტერესება საქართველოში განხორციელებული წარმატებული რეფორმების გაზიარების კუთხით. საქართველოს საგარეოუწყების ხელმძღვანელმა კოლეგას მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის წარმატებულ პროცესზე და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულვითარებაზე. იორდანიამ ასევე მიულოცა საქართველოს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივნად საქართველოს კანდიდატის არჩევა.

განათლების, სპორტის, ხალხთაშორისი ურთიერთობებისა და კლიმატის ცვლილების საკითხებზე, თანამშრომლობის განვითარებაზე იმსჯელეს სამოას პრემიერ-მინისტრთან დასაგარეო საქმეთა მინისტრთან ტალეპა სალელე მალილეგაოისთან შეხვედრაზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგას საერთაშორისო ფორმატებშიწარმატებული თანამშრომლობისა და საქართველოს მხარდაჭერისთვის. აღინიშნა საქართველოს მზაობა ითანამშრომლოს სამოასთან მდგრადი განვითარების, ასევე ღია მმართველობისინიციატივის ფარგლებში.

იამაიკის საგარეო საქმეთა მინისტრთან კამილა ჯონსონ სმიტთან შეხვედრაზე მინისტრებმა გამოხატეს დაინტერესება ხელი შეუწყონ ქვეყნების თანამშრომლობას ტურიზმის, კარგიმმართველობის სფეროს და ორივე ქვეყნისთვის საინტერესო სხვა სექტორების მიმართულებით. იამაიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა იამაიკისთვის საქართველოსგამოცდილების გაზიარების მნიშვნელობა ისეთ სფეროებში როგორიც არის კორუფციასთან ბრძოლა, სამთავრობო სერვისები, ტურიზმის მენეჯმენტი. მან კმაყოფილებით აღნიშნაიამაიკის ანტიკორუფციული პოლიციის წარმატებული თანამშრომლობა საქართველოს შსს-სთან. გამოითქვა დაინტერესება იამაიკის სავაჭრო პალატასა და საქართველოს შესაბამისუწყებებს შორის თანამშრომლობის პლატფორმის შექმნაზე, რაც ხელს შეუწყობს სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების განვითარებას. აღინიშნა კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებთანსაქართველოს წარმატებული თანამშრომლობა და ამ ფორმატში ურთიერთობის შემდგომი განვითარების მზაობა.

ინდონეზიის საგარეო საქმეთა მინისტრთან რეტნო მარსუდისთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა ბოლო პერიოდში საქართველოსა და ინდონეზიას შორის არსებულ წარმატებულ დაინტენსიურ თანამშრომლობას სხვადასხვა მიმართულებით. განსაკუთრებით გამოიხატა დაინტერესება ინდონეზიის როგორც რეგიონში მზარდი ეკონომიკისა და საქართველოს, ასევეროგორც რეგიონში საინვესტიციო, ეკონომიკური და სატრანზიტო ჰაბის ურთიერთთანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ინდონეზიის მხარე დაინტერესებულია დააქტიურად იზიარებს საქართველოს გამოცდილებას სამოქალაქო სერვისების რეფორმების მიმართულებით. ამ მიზნით საქართველოს ეწვევა ინდოენზიის წარმომადგებლობითიდელეგაცია ინდონეზიის ადმინისტრაციული და ბიუროკრატიული რეფორმების მინისტრის ხელმძღვანელობით.

აღინიშნა ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის დიდი პოტენციალი, რასაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს ინდონეზიის მხარის გადაწყვეტილება საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმის მინიჭების თაობაზე.

ტოგოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან შეხვედრაზე აღინიშნა წარმატებული თანამშრომლობა განათლების სფეროში, რომლის ფარგლებშიც ტოგოელი ახალგაზრდები უმაღლეს განათლებას იღებენ საქართველოში, აღინიშნა მაღალი დონის შეხვედრების გაცვლის კარგი დინამიკა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში წარმატებული თანამშრომლობა. იემენის ვიცე-პრემიერთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან აბდულმალიკ ალ-მეხლაფთან შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს მხრიდან რეგიონის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარების პოზიტიურ დინამიკას. მინისტრებმა ისაუბრეს ორმხრივი ურთიერთობების სექტორულ მიმართულებებზე და საერთაშორისო ფორმატებში არსებულ თანამშრომლობაზე.

კოლეგა მინისტრებთან შეხვედრაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე, აღნიშნა გაერო-ს ფორმატში არსებული წარმატებული თანამშრომლობის პრაქტიკა და გამოითქვა იმედი როგორც ორგანიზაციის მდგრადი განვითარების მიზნების, ასევე ღია მმართველობის ინიციატივის ფარგლებში შემდგომი თანამშრომლობის. ამ კონტექსტში საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კოლეგებს გააცნო OGP-ის თავმჯდომარეობის პერიოდში საქართველოს პრიორიტეტები.



წყარო : /www./news.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები