პოლიტიკა

პარლამენტში საპარლამენტო უმცირესობა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს უსმენს

19.09.17 15:50


საპარლამენტო უმცირესობა გენერალური აუდიტორობის კანდიდატს ირაკლი მექვაბიშვილს უსმენს.

მექვაბიშვილის თქმით, მისი არჩევის შემთხვევაში, გენერალური აუდიტი ობიექტური, დამოუკიდებელი, პროფესიონალი გუნდით დაკომპლექტებული და ყველასთვის საჯარო იქნება.

უმცირესობის ვარაუდით, მექვაბიშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.

გენერალურ აუდიტორს 5 წლის ვადით ირჩევენ. ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა.

წინა გენერალური აუდიტორი ლაშა თორდია იყო.



წყარო : /www .pia.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები