ანალიტიკა

რუსეთის მიმართ სომხურ მედიაში გამოხატული სიძულვილი

19.09.17 13:00


რუსეთის საერთაშორისო პოზიციების შესუსტების გამო სომხურ მასმედიაში გამოხატულმა ქირქილმა და სიძულვილმა უკვე თავის აპოგეას მიაღწია. პროდასავლური სომხები აშკარად ხარობენ რუსეთის საგარეო პრობლემებით. ეს თვალნათლივ ჩანს პროამერიკული პოზიციებით განთქმულ გამოცემაში lragir.am დაბეჭდილი მასალებიდან, სადაც ამ ბოლო დროს გახშირდა აშკარა რუსოფობიური ხასიათის პუბლიკაციები, რომლებიც სასომხეთის რუსული გავლენისაგან გათავისუფლებას წინასწარმეტყველებენ ახლო მომავალში და მის გადასვლას აშშ და დასავლეთის პატრონაჟის ქვეშ.

კერძოდ კი, სტატიაში «პუტინი უკრაინას თმობს. შემდეგი სასომხეთია?» მიმომხილველი ნაირა აირუმიანი წერს:

«აშშ რუსეთზე ზეწოლას აძლიერებს და მისი მომდევნო ნაბიჯი შესაძლოა გახდეს რუსეთის ნეიტრალიზაცია ყველაზე მთავარ საერთაშორისო ორგანიზაციაში. რუსეთს არაერთხელ უსარგებლია ვეტოს უფლებით გაეროში. მართალია, გაეროს უსაფრთხოების საბჭოს რეორგანიზებისათვის აშშ-მ ჩინეთის მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს. შესაძლოა, სწორედ ჩინეთმა ურჩია რუსეთს გაეროს სამშვიდობო ძალები შეეყვანა უკრაინის აღმოსავლეთით, რათა ადგილი შეენარჩუნებინა უსაფრთხოების საბჭოში. არც ისაა შემთხვევითი, რომ პუტინმა განცხადება სწორედ ჩინეთიდან გააკეთა.

ასეა თუ ისე, რუსეთი იძულებულია უკან დაიხიოს, მიუხედავად მისი ომახიანი განცხადებების მიუხედავად. რუსეთმა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის ლიდერობა ყაზახეთს „გადააბარა“, მოსკოვს არ შეუძლია საკითხების მოგვარება თათარსტანთან. გუშინ კი რუსეთი შეიყუჟა მილიონობით მუსულმანის პროტესტის გამო მიანმეში „გენოციდთან“ დაკავშირებით. გარდა ამისა, ძალიან მალე გაეროში განხილული იქნება დნესტრისპირეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანის საკითხი და მოსკოვი ამას ვერაფერს დაუპირისპირებს.

თუმცაღა, რუსეთის შემდგომი უკან დახევა სასომხეთში მოხდება, სავარაუდოდ. მოსკოვმა ვერაფერი გააწყო აგვისტოს საქართველოში ჩატარებულ ნატოს სამხედრო წვრთნების წინააღმდეგ, რომელშიც სასომხეთიც მონაწილეობდა და მაქსიმუმი, რასაც მან მიაღწია, ის იყო, რომ სექტემბერში სასომხეთი არ დაუშვა ამ წვრთნებზე. გარდა ამისა, მოსკოვი ხელს ვერ შეუშლის სასომხეთი-ევროგაერთიანების ჩარჩო-ხელშეკრულების გაფორმებას. ხოლო თუ ხელის შეშლას შეძლებს, ეს პირველ რიგში მასვე აზარალებს.»

ამგვარად, მასალიდან გამოსჭვივის აშკარა სიხარული მასზედ, რომ რუსეთს (უმეტესწილად მისი საგარეო საქმეთა მინისტრის, ეთნიკური სომეხის, სერგეი ლავროვ-კალანტაროვის „წყალობით“) უკვე არ ძალუძს წინ აღუდგეს აშშ ექსპანსიას პოსტსაბჭოთა სივრცეში.

მკითხველი კი იმ აზრამდე მიჰყავთ, რომ სასომხეთის გადასვლა დასავლურ ბანაკში ისე ახლოსაა, როგორც არასდროს.

lragir.am ასევე გამოაქვეყნა ინტერვიუ ექს-დეპუტატთან აზატ არშაკიანთან სათაურით «სუს-ი ბუნაგში იმალება: მათ უკვე არ შეუძლიათ სასომხეთის დასჯა». ეს ინტერვიუ აღსავსეა ყველაზე დაუფარავი სიძულვილით რუსეთის მიმართ და მით უფრო საოცარია ამის მოსმენა იმ ერის წარმომადგენლისაგან, რომელიც სწორედ რუსეთს უნდა უმადლოდეს საკუთარი სახელმწიფოებრიობის არსებობას ამჟამინდელ, არასომხურ ტერიტორიებზე.

რუსეთის ღალატის «გასაპრავებლად» აზატ არშაკიანი განსაკუთრებულად ამახვილებს ყურადღებას რუსეთ-თურქეთის თანამშრომლობაზე. კითხვაზე «როგორ შეაფასებდით რუსეთ-თურქეთის დაახლოებას??» აზატ არშაკიანი პასუხობს:

«რუსეთ-თურქეთის კავშირი მომაკვდინებელია სასომხეთისათვის. სწორედ ამის გამო არაქსის გადაღმა არ ცხოვრობენ სომხები. სანამ ისინი ერთობლივად მოქმედებენ, ისინი ჩვენს წინააღმდეგ არიან, მაგრამ მათ არ მისცემენ საშუალებას კვლავ გაერთიანდნენ, და არ იქნება არც მეორე და არც მესამე რომი. მსოფლიოს არ აწყობს რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები.

მათ ანალოგიური წარსული აქვთ და სასომხეთისა და სომეხი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის თანამონაწილეები არიან.»

ანუ სასომხეთის მიერ რუსეთის ღალატი „აუცილებელია“, ვინაიდან რუსეთი „ბედავს“ და მეგობრობს და თანამშრომლობს სხვა სუვერენულ სახელმწიფოსთან-თურქეთთან, არ ემორჩილება რა დასავლეთის მითითებებს და უგულვებელყოფს რა სომხურ ნაციონალისტურ ინტერესებს. ნაციონალიზმით გაბრუებული სომხებისათვის რუსეთისა და მათი საძულველი თურქეთის ურთიერთობა საკმარისია იმისათვის, რომ ეს სიძულვილი რუსეთზეც გავრცელდეს.


ხოლო იმისათვის, რომ ზედმეტად მხდალი სომხები რუსეთის ღალატისათვის სასჯელს არ უფრთხოდნენ, იგივე აზატ არშაკიანი საკუთარ ინტერვიუში მათ ამშვიდებს:

«სახელმწიფო დუმის დეპუტატმა კალაშნიკოვმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ რუსეთმა სასომხეთი შესაძლოა დასაჯოს ქუჩებისათვის სახელის გადარქმევის გამო. მაგრამ მთელი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ მათ უკვე დასჯის უნარიც კი არა აქვთ.»

აგრეთვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ აზატ არშაკიანი რუსეთს კრაკს უწინასწარმეტყველებს.

კითხვაზე: «დასავლეთის სანქციები რუსეთის წინააღმდეგ გრძელდება, რა შედეგი შეიძლება ამან მოუტანოს სასომხეთს?» აზატ არშაკიანი პასუხობს: «სასომხეთი ამით მხოლოდ სარგებელს ნახავს, ვინაიდან სანქციებს მივყავართ რუსეთის იმპერიის კაპიტულაციამდე.» თავისთავად „იმპერიის“ ცნება აზატ არშაკიანს ძალიანაც არ მოსწონს.

«ძალის გამოუყენებლობა, თვითგამორკვევის უფლება და საზღვრების ხელშეუხებლობა პირველ რიგში რუსეთს ეხება. სწორედ მათ მისცეს ყარაბაღის კონფლიქტს უსამართლო შეფასება.»

ეს აშკარა მინიშნებაა იმაზე, რომ რუსეთის დაშლა შექმნის პრეცედენტს, რომელიც საშუალებას მისცემს ყარაბაღში სომხური თავდასხმების „დაკანონებას“. ამას აზატ არშაკიანი პირდაპირ აცხადებს «რუსეთი მუდამ ნებდებოდა, რუსეთის იმპერიას არ შეუძლია გადარჩენა, მაშინ როცა, სხვა იმპერიებიც ნადგურდებიან. ამჟამად დადგა მორიგი ეტაპი და იმპერიის ავტონომიურმა რესპუბლიკებმა უნდა მიიღონ თვითგამორკვევის უფლება.»

მოცემული სიტუაციის განხილვისას ვღებულობთ შემდეგს: «უძველესი», „ნათრევი“, მაგრამ საკუთარ „ღირსებებზე“ ძალზედ დიდი წარმოდგენის მქონე „ქალიშვილმა“ სასომხეთმა გადაწყვიტა საყვარლის „რუსი ივანის“ მიტოვება და მისი გაცვლა „ბიძია სემში“, ვინაიდან ის უფრო „ძლიერი და მდიდარია“. უფრო მეტიც, ამ „ქალიშვილს“ ძალიან ეჩქარება „ივანის“ სიკვდილი „გზიდან ჩამოსაშორებლად“.

ცხოვრებამ გვიჩვენა, რომ თუ გადაწყვეტილება ღალატის შესახებ მიღებულია, ქალიშვილის შეჩერება ძალიან ძნელია. მაგრამ, საქმე იმაში გახლავთ, რომ სასომხეთი ამის გაკეთებას იმ ფორმით ცდილობს, რომ „რუსმა ივანმა“ გააგრძელოს მისი გამოკვება, დაცვა და მოვლა.

ასე, ცხადია, არ ხდება. მას, ვის მიტოვებასაც და ღალატსაც აპირებენ, უფლება აქვს ერთგულება მოითხოვოს მოვლა-პატრონობის სანაცვლოდ და საერთოდაც, ამგვარ „ქალიშვილთან“ გვერდით ყოფნა მეტად სახიფათოა. ვინ იცის – თუკი „სიყვარული“ გაქრა და მხოლოდ სიძულვილიღა დარჩა – ხომ არ შეეცდება იგი თავისი „საყვარლის“ დაღუპვის დაჩქარებას.




KavkazPlus

წაკითხულია : 523


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები