პოლიტიკა

ლელა ჩიქოვანი იტალიის თავდაცვის ატაშეს შეხვდა

19.09.17 17:15


თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ საქართველოში იტალიის რესპუბლიკის თავდაცვის ახალ ატაშეს უმასპინძლა. ლელა ჩიქოვანმა კაპიტან ატილიო გატიას წარმატებები და საქართველოში ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოსა და იტალიას შორის თავდაცვის სფეროში არსებული ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესების მნიშვნელობა აღნიშნეს.

საუბარი შეეხო სამხედრო განათლების კუთხით თანამშრომლობის პრაქტიკულ ასპექტებსაც, კერძოდ, სამხედრო პოლიციის განვითარების პერსპექტივებს.

შეხვედრაზე საუბრის ერთ-ერთ თემას ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) იმპლემენტაცია წარმოადგენდა. თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ პაკეტით გათვალისწინებული ინიციატივების განხორციელების პროცესში საერთაშორისო მხარდაჭერა და პარტნიორი ქვეყნების ჩართულობა, ექსპერტების მონაწილეობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა.

საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე საუბრისას, იტალიის თავდაცვის ატაშემ ჩვენი ქვეყნის ნატოში ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მტკიცე მხარდაჭერა გამოხატა.

კაპიტანმა ატილიო გატიამ თავდაცვის ატაშეს თანამდებობაზე საზღვაო კაპიტანი, დანიელე სივიკო შეცვალა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იტალიის თავდაცვის ახალი ატაშე, ელჩთან, ანტონიო ენრიკო ბარტოლისთან და მოადგილესთან, ლეიტენანტ ნიკოლა ფერუჩისთან ერთად იმყოფებოდა.




წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები