პოლიტიკა

დიდმა ბრიტანეთმა საქართველოში სავაჭრო წარმომადგენელი პირველად დანიშნა

19.09.17 17:30


ქართულ-ბრიტანული ურთიერთობების გაღრმავების მიზნით საქართველოში პირველად დაინიშნა დიდი ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენელი მარკ პრიტჩარდი, რომელიც ორმხრივი სავაჭრო-საინვესტიციო თანამშრომლობის გააქტიურებაზე იმუშავებს, საცნობეს საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия-ს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

მარკ პრიტჩარდი საქართველოში დიდი ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის რანგში მონაწილეობას მიიღებს 2017 წლის ოქტომბერში ლონდონში დაგეგმილ უორდროპის სტრატეგიულ დიალოგში, რომელშიც ქართველი და ბრიტანელი ბიზნესმენებიც იქნებიან ჩართული, იუწყება ქართული მასმედია.

მარკ პრიტჩარდი, რომელიც სავაჭრო წარმომადგენლის თანამდებობას და პარლამენტის დეპუტატობას შეითავსებს, ფორმალურად ლიამ ფოქსის (დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ვაჭრობის მინისტრი) საერთაშრისო ვაჭრობის დეპარტამენტს დაექვემდებარება.

დიდი ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენლის ფუნქციას პრემიერ-მინისტრის მიერ დანიშნული დეპუტატები ითავსებენ. მათ ფუნქციაში შედის ჩართულობა ერთ ან მეტ განვითარებად ბაზარზე, სადაც დიდი ბრიტანეთის მთავრობამ მნიშვნელოვანი სავაჭრო და საინვესტიციო შესაძლებლობები გამოავლინა.

"წარმომადგენლები ხელს უწყობენ მათი დაფარვის ქვეყნებში ეკონომიკურ ზრდას დიდ ბრიტანეთსა და აღნიშნულ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობის გაღრმავებით და ორმხრივი ვაჭრობის მაქსიმალურად გაზრდის ხელშეწყობით", — აცხადებენ საგარეო უწყებაში.

დიდ ბრიტანეთში სავაჭრო წარმომადგენლის პროგრამა 2012 წლიდან არსებობს და ამჟამად 50-ზე მეტ ბაზარზე 28 სავაჭრო წარმომადგენელი მუშაობს.

დიდი ბრიტანეთი საქართველოში 2017 წლის პირველ ნახევარში მსხვილი ინვესტორების სამეულში შედის. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში დიდი ბრიტანეთიდან საქართველოში შემოვიდა 111,6 მილიონი აშშ დოლარი — საერთო ინვესტიციების 15% და გასულ წელთან შედარებით 13,5%-ით მეტი.



წყარო : Sputnik საქართველო /www.sputnik-georgia.com/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები