პოლიტიკა

დიმიტრი ქუმსიშვილი – ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების რატიფიცირება

19.09.17 18:00


ჩვენ ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ამჟამად მიმდინარეობს საბოლოო სახელმწიფოებრივი პროცედურების განხორციელება. უნდა მოხდეს რატიფიცირება.

დღეს ჩვენ შევთანხმდით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს აღნიშნული შეთანხმების რატიფიცირება, - განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა, ფინანსთა მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ეროვნულ-პოლიტიკური საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე მა ფეიჰუასთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი წარიმართა სხვადასხვა პრიორიტეტული მიმართულებების განვითარებაზე. მათ შორის, დიმიტრი ქუმსიშვილმა დაასახელა ტურიზმი, რომლის განვითარების მიმართულებითაც მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. ასევე, ინდუსტრიული მიმართულება.

პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა რამდენიმე დღის წინ ჩინეთში ხელმოწერილი შეთანხმება, რომელიც ფოთში ერთობლივი თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განვითარებას ითვალისწინებს.




წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 145


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები