პოლიტიკა

ნიკა მელია - დროა, ხალხმა გაიგოს, რომ ”ქართუ ბანკი” არის ყველა უბედურების და ხალხის გაღარიბების წყარო

19.09.17 18:50


ვაკეში, ”ქართუ ბანკის” ოფისთან ”ნაციონალური მოძრაობის” საპროტესტო აქცია დასრულდა.

აქციის დასრულების შემდეგ ”ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ მსგავსი სახის აქციები მომავალშიც გაგრძელდება, სანამ ყველა მოქალაქე არ გაიგებს, ”თუ რა არის ამ ქვეყანაში უბედურების წყარო”.

ნიკა მელიას განცხადებით, ”ქართუ ბანკი” ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი სალაროა, რომელმაც სხვადასხვა გზით გაღლიტა, გააღარიბა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა.

”თითქმის არ არსებობს სახელმწიფო ტენდერი ან ტენდერის გარეშე ხელშეკრულება, რომელსაც არ ითვისებს ბიძინა ივანიშვილის სალარო. შესაბამისად, ბიუჯეტის თანხა მოდის აქ. დროა, ხალხმა გაიგოს, რომ ეს არის საწყისი ყველა უბედურების, ხალხის გაღარიბების წყარო და უპერსპექტივობის. ეს არის რაც ჩვენს ქვეყანას სახელმწიფოებრივ საფუძვლებს ძირშივე უსპობს”, - განაცხადა მელიამ.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები