პოლიტიკა
19.09.17 19:15
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრებს შეხვდა.
მხარეებმა ისაუბრეს აღმოსავლეთ პარტნიორობის მოახლოებული სამიტის შესახებ. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ოფიციალურ დოკუმენტებში კიდევ ერთხელ, მკაფიოდ დაფიქსირდეს ევროკავშირის ღია კარის პოლიტიკა.
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის წევრების შეფასებით, ასოცირების დღის წესრიგის იმპლემენტაციაში საქართველოს აღსანიშნავი პროგრესი აქვს.
შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საქართველოში საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარეობა, კონსტიტუციური კანონის პროექტით გათვალისწინებული ძირითადი ცვლილებების არსი და პოლიტიკურ პროცესებში ქალთა ჩართულობა. ევროპარლამენტის წარმომადგენლები დაინტერესდნენ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თაობაზე ქართული მხარის პოზიციით.
„ევროპარლამენტარები მიესალმებიან იმ პროგრესს, რომელიც საქართველოს აქვს და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებში შეინიშნება. ამ მხრივ აღსანიშნავია წლევანდელი განსაკუთრებული მოვლენა ვიზალიბერალიზაციის სახით, ასევე, ევროკავშირთან ურთიერთობების კუთხით მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს ენერგეტიკულ სექტორში.
დღევანდელი შეხვედრა, გარდა ამ საკითხებისა, შეეხო მიმდინარე რეფორმებს. ვისაუბრეთ საკონსტიტუციო რეფორმის პროცესზე და ასევე, ერთ-ერთი საკითხი, რომელიც ევროპარლამენტარებმა დააყენეს, ეს იყო ქალთა უფრო აქტიური მონაწილეობის აუცილებლობა პოლიტიკურ პროცესებში“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ თამარ ხულორდავამ.
„შეხვედრაზე განვიხილეთ ის პროგრესი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობისა და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის ურთიერთობის გაღრმავების თვალსაზრისით იქნა მიღწეული. ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით და ძალიან მჭიდროდ ვმუშაობთ საქართველოსთან ამჟამად მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ ევროკავშირი-საქათველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის თავმჯდომარემ საჯად კარიმმა.
შეხვედრას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი ნიკოლოზ სამხარაძე ესწრებოდნენ.
წყარო : /www.newposts.ge/
წაკითხულია : 109
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
11:1018.05.24
-
18:0017.05.24
-
17:2517.05.24
-
17:0017.05.24
-
ესტონეთის საგარეო მინისტრი - შესაძლოა, გადავხედოთ გადაწყვეტილებას ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით
16:4117.05.24
-
კახა კალაძე - სალომე ზურაბიშვილი არის კონსტიტუციის პირველი დამრღვევი
16:2017.05.24
-
15:5317.05.24
-
პრემიერი - არიან ძალები, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების ხელოვნურად გახლეჩას
15:3017.05.24
-
15:1117.05.24
-
გიორგი კახიანი - პრეზიდენტის მიზანი არის მდგომარეობის რადიკალიზაცია
14:4217.05.24
-
მეუფე შიო - „გამჭვირვალობის კანონის“ მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა შორის არიან ეკლესიის წევრები
14:0017.05.24
-
ბათუმში ოჯახის სიწმინდის დღეს აღნიშნავენ
13:2217.05.24
-
12:5517.05.24
-
გიორგი აბაშიშვილი - ლარის მოკლევადიანი პერიოდის რყევა გამოიწვია აჟიოტაჟმა და პანიკურმა ვითარებამ
12:3217.05.24
-
ჩინეთი საქართველოში ჩინური მანქანების ბაზრობის გახსნას გეგმავს
12:1017.05.24
-
საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა
11:4717.05.24
-
ქვემო ქართლის პოლიციამ ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
11:0017.05.24
-
10:3517.05.24
-
შალვა პაპუაშვილი - ოჯახის სიწმინდე ჩვენი სახელმწიფოს საფუძველია
10:0017.05.24
-
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში საფრანგეთის ელჩს შეხვდა
18:0016.05.24
-
17:2516.05.24
-
17:0016.05.24
-
სახალხო დამცველი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
16:4016.05.24
-
ირაკლი კობახიძემ მუსტაფა ქემალ ათათურქის საფლავი გვირგვინით შეამკო
16:2016.05.24
-
15:4816.05.24
-
პრემიერის ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო
15:2016.05.24
-
15:0016.05.24
-
14:3216.05.24
-
საქართველოს ეროვნული ბანკი - ეროვნულმა ბანკმა ბაზარს სტაბილიზაციის მიზნით 60 მილიონი დოლარი მიაწოდა
14:0516.05.24
-
შალვა პაპუაშვილი ლანდსბერგისის განცხადებაზე - სუვერენიტეტის ნაწილის დათმობა არ გულისხმობს ჩაბარებას
13:4116.05.24
-
გადის თუ არა საქართველო „ევრომაიდანსა“ და „მწვანე კაცუნებს“ შორის ზღვარზე?
13:2416.05.24
-
კახა კალაძე - ქვეყანაში არსებულ პოლარიზაციას უცხოელი პოლიტიკოსები ხელს უწყობენ
13:0516.05.24
-
12:4016.05.24
-
მთაწმინდაზე ხანძარი გაჩნდა, დაშავდა ერთი ადამიანი
12:2016.05.24
-
12:0016.05.24
-
მთავრობის დადგენილებით 17 მაისი უქმე დღედ გამოცხადდა
11:3616.05.24