პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მექსიკელ ხალხს სამძიმარს უცხადებს

20.09.17 14:00


საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მექსიკელ ხალხს ძლიერი მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის გამო თანაუგრძნობს და მხარდაჭერას უცხადებს.

"მსურს, გამოვხატო მხარდაჭერა მექსიკელი ერის მიმართ, რომელსაც ახლა მიწისძვრის შედეგებთან უხდება გამკლავება", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გაერო-ში, "ღია მმართველობის პარტნიორობის" მაღალი დონის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

მექსიკაში 7.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა.



წყარო : IPN /www.interpressnews.ge/

წაკითხულია : 109


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები