პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი ფედერიკა მოგერინის შეხვდა

20.09.17 14:45


საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ქვეყანაში მიმდინარე რეფორმები და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება იყო მთავარი თემები საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინთან (Federica Mogherini) შეხვედრაზე, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის 72-ე სესიის ფარგლებში, გაერო-ს შტაბბინაში გაიმართა.

საუბარი შეეხო საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და რეფორმებს, რომლებიც, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, ორიენტირებულია საქართველოს ევროკავშირში უფრო სწრაფი ინტეგრაციის ხელშეწყობაზე. ფედერიკა მოგერინიმ აღნიშნა, რომ საქართველო იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი მისი და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსის შეხვედრაზე, რომელიც დღეს ნიუ-იორკში გაიმართა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები