ანალიტიკა

სარგისიანმა პუტინისაგან „მიიღო“ : ბოლო მომენტში სასომხეთმა უარი განაცხადა AgileSpirit 2017 სამხედრო წვრთნებში მონაწილეობაზე

20.09.17 16:10


უკანასკნელ წუთებამდე კარგად ინფორმირებულმა პოლიტიკურმა ანალიტიკოსებმაც კი არ ცოდნენ, რა იყო რუსეთისა და სასომხეთის პრეზიდენტების, ვლადიმერ პუტინისა და სერჟ სარგისიანის შეხვედრის მთავარი განსახილველი თემა სოჭში 2017 წლის 23 აგვისტოს.

მთავარი ისაა, რომ ყარაბაღის საკითხთან დაკავშირებით ძვრაც არ ყოფილა. ანუ, სხვა პრობლემები განიხილებოდა.

კრემლის პრეს-სამსახურის ცნობით, «განიხილებოდა რუსეთ-სასომხეთის ურთიერთობის აქტუალური საკითხები, თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები ინტეგრაციული განვითარების ფარგლებში», თუმცა დაკონკრეტებული არაფერი ყოფილა. მხოლოდ 2017 წლის 3 სექტემბერს გაჩნდა ინფორმაცია, რომელიც ადასტურებდა იმას, რომ სოჭში შეხვედრა ტყუილად არ ჩატარებულა. სავარაუდოდ, აქ რუსეთის პრეზიდენტმა თავის „მოკავშირეს“ სერჟ სარგისიანს საკმაოდ ხისტი პირობები წაუყენა: დასავლეთთან აშკარა «შეთამაშება».

საქმე იმაშია, რომ სოჭში შეხვედრამდე სასომხეთმა პირველად მიიღო მონაწილეობა ნატოს ეგიდით გამართულ მრავალეროვან სამხედრო წრთვნაში «ღირსეული პარტნიორი» (NoblePartner 2017) რომელიც ვაზიანის ბაზაზე გაიმართა საქართველოში. ეს ფაქტი აღტაცებით მიიღო დასავლეთის სომხურმა დიასპორამ, ასევე სასომხეთში მოღვაწე პროდასავლურმა პარტიებმა, ამავდროულად, თავად რუსეთში არსებულმა პრორუსულმა სომხურმა ლობიმ სასომხეთის მონაწილეობა ნატოს სამხედრო წრთვნებში მეტად ნეგატიურად მიიღო.

სასომხეთის მონაწილეობა NoblePartner 2017 სომბოლური იყო და აჩვენა, რომ ერევნისა და აშშ-ნატოს დაახლოება „დასასრულს მიუახლოვდა“. სასომხეთის მიახლოება «ფინიშთან», რაც სარგისიანის რეჟიმის მიერ რუსეთის საბოლოო ღალატსა და მის გადასვლას დასავლეთის მხარეს გულისხმობს, იყო სასომხეთის მონაწილეობა სხვა სწავლებებში, რომელიც საქართველოში აშშ-სა და მისი მომხრეების მონაწილეობით გაიმართებოდა – AgileSpirit 2017.

წინასწარ იყო დაანონსებული ისიც, რომ სასომხეთი აპირებდა მონაწილეობის მიღებას AgileSpirit 2017 საერთაშორისო სამხედრო სწავლებაში ორფოლოს პოლიგონზე ახალციხესთან ახლოს, საქართველოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, ამა წლის 3-დან 11სექტემბრამდე. საქართველოსა და აშშ საგარეო საქმეთა სამინისტროები პრეს-რელიზებში აღნიშნავდნენ, რომ წრთვნაში მონაწილეობას მიიღებდნენ საქართველოს, აშშ, ბულგარეთის, რუმინეთის, უკრაინისა და სასომხეთის სამხედრო შენაერთები.

შეგახსენებთ, რომ Agile Spirit წრთვნები საქართველოში 2011 წლიდან ყოველწლიურად ტარდება საქართველო-ნატოს თანამშრომლობის არსებული პაკეტის ფარგლებში, რომელიც უელსის სამიტზე იქნა მიღებული 2014 წელს მხარეებს შორის. ამ სწავლების მიზანია რეგულარულ ოპერაციებში ურთიერთქმედებების სრულყოფა და სხვადასხვა ქვეყნების საომარი ტაქტიკის გაცნობა, ასევე ნატოს კონტინგენტთან ქართველი სამხედროების შეთავსებადობის ხარისხის ამაღლება. 2015 წელს სასომხეთმა მონაწილეობა მიიღო წრთვნებში დამკვირვებლის როლში.

სავარაუდოდ, ვლადიმერ პუტინმა სოჭში სერჟ სარგისიანს ახსნა-განმარტებები მოსთხოვა: „რა პონტში“ მონაწილეობს მისი მოკავშირე ასე აქტიურად სამხედრო სწავლებაში, რომელიც რუსეთის გეოპოლიტიკური კონკურენტების მიერაა ორგანიზაბული და თანაც მოსკოვსაც არ ეკითხებიან ნებართვას.

როგორც ჩანს, ვლადიმერ პუტინის არგუმენტები ამჯერად მეტად „დამაჯერებლად“ ჟღერდა.

ერევანმაც უკან დაიხია და უარი განაცხადა სამხედრო სწავლებაში მონაწილეობაზე.

თუმცა, გამომცემლობისTert.am კითხვებზე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობაზე პასუხისმგებელმა პირმა, გიორგი კაჭარავამ განაცხადა, რომ სასომხეთმა ბოლო წუთს განაცხადა უარი: «სასომხეთის თავდაცვის სამინისტრომ წინასწარ განაცხადა, რომ მონაწილეობას მიიღებდა საქართველოში გამართულ სამხედრო სწავლებაში AgileSpirit 2017. სამწუხაროდ, უკანასკნელ წუთას ჩვენმა მეზობელმა უარი განაცხადა».

სავარაუდოდ, ერევანმა ეს გადაწყვეტილება პუტინისა და სარგისიანის სოჭში შეხვედრის დასრულებისთანავე მიიღო 2017 წლის 23 აგვისტოს.

რაც შეეხება სასომხეთისა და რუსეთის «მოკავშირეობას», ნატოს ეგიდით ორგანიზებულ სწავლებაში ერევნის მონაწილეობა-არმონაწილოება კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ერევნის რეჟიმს შეუძლია იყოს „მოკავშირე“ მხოლოდ წკეპლის ქვეშ. ხოლო, მოგეხსენებათ, ამგვარ არასანდო „მოკავშირეს“ თვალი არ უნდა მოაცილო».

სარგისიანის ნდობა რუსეთს ცალსახად არ შეუძლია, ვინაიდან, სასომხეთის ხელმძღვანელობა ხელსაყრელი მომენტის ძიებაშია, რომ მაშინვე «გადააგდოს» თავისი მოკავშირე და აშშ პატრონაჟის ქვეშ გადავიდეს.




KavkazPlus

წაკითხულია : 370


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები