საზოგადოება
17.06.16 19:30
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა აშშ-ის თავდაცვის ყოფილ მდივანს, რამსფელდის ფონდის პრეზიდენტ დონალდ რამსფელდს იუსტიციის სახლში უმასპინძლა.
იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თეა წულუკიანმა მაღალი დონის დელეგაციას იუსტიციის სახლი დაათვალიერებინა და იუსტიციის სამინისტროს სისტემაში არსებული სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
სტუმრები გაეცნენ იუსტიციის სახლის მუშაობის სპეციფიკას და სერვისების მიღების პროცედურებს. დონალდ რამსფელდთან ერთად, იუსტიციის სახლის ტურს ესწრებოდნენ სტივენ კამბონე − თავდაცვის მდივნის ყოფილი მოადგილე დაზვერვის სფეროში, ფრედერიკ სტარი − ექსპერტი რუსეთისა და ევრაზიის საკითხებში, ასევე, დელეგაციის 90-მდე წევრი რეგიონის 10 ქვეყნიდან და აშშ-დან.
დონალდ რამსფელდი თბილისში კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის რეგიონული ფორუმის ფარგლებში იმყოფება, რომელიც 17-19 ივნისს გრძელდება. ტრადიციულად, ფორუმის პირველი დღე ეძღვნება მასპინძელი ქვეყნის უკეთ გაცნობას. აღსანიშნავია, რომ დონალდ რამსფელდმა თავად გამოთქვა ვიზიტის პირველ დღეს იუსტიციის სახლში სტუმრობის სურვილი. 17-19 ივნისს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ცენტრალური აზია-კავკასიის ინსტიტუტი და რამსფელდის ფონდი თბილისში ატარებენ კავკასია-ცენტრალური აზია-ავღანეთი-მონღოლეთის (CAMCA) რეგიონულ ფორუმს, რომელიც უკვე მეხუთედ ტარდება რამსფელდის სტიპენდიის პროგრამის (Rumsfeld Fellowship Program) ეგიდით. ღონისძიებაში მსოფლიოს 18 ქვეყნის 150-ზე მეტი წარმომადგენელი რეგიონისთვის მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავს. ფორუმში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებიც მონაწილეობენ.
წყარო : /www.kvira.ge/
წაკითხულია : 460
დატოვეთ კომენტარები
ახალი ამბები
-
18:0024.04.24
-
17:4024.04.24
-
17:2024.04.24
-
ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანს შეხვდება
17:0024.04.24
-
თორნიკე რიჟვაძე - წელს ტურიზმის მიმართულებით დადებითი დინამიკა იქნება
16:4024.04.24
-
გიორგი ამილახვარმა გაეროს მუდმივ კოორდინატორთან საქართველოში სამუშაო შეხვედრა გამართა
16:1824.04.24
-
ლაზარე გრიგორიადისმა საპატიმრო დატოვა
15:5324.04.24
-
აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდის“ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა გაიზრდება
15:2024.04.24
-
მამუკა მდინარაძე - წარმოუდგენელია, საკანონმდებლო საქმიანობისთვის ევროსტრუქტურამ სანქციები დააწესოს
15:0024.04.24
-
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ლიეტუვის რესპუბლიკის ელჩს შეხვდა
14:3524.04.24
-
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
14:1524.04.24
-
კახა კალაძე - სტადიონის მშენებლობაზე პრემიერ-მინისტრის ინიციატივა მეგაპროექტია
13:5224.04.24
-
პაატა მანჯგალაძე - 29 აპრილს, „ქართული ოცნების“ შეკრება იქნება მიკროავტობუსების აქცია
13:3024.04.24
-
13:1024.04.24
-
12:4724.04.24
-
შალვა პაპუაშვილი: ბოლო დროს გვიკრძალავენ დისკუსიას, ფიქრს, განხილვას
11:4024.04.24
-
ოთარ შამუგია სამეგრელოში მეთხილე ფერმერებს შეხვდა
11:2124.04.24
-
10:5924.04.24
-
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
10:3724.04.24
-
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სებ-ის საბჭოს წევრობის კანდიდატებთან გასაუბრება გაიმართა
10:0024.04.24
-
8:5224.04.24
-
ეკა სეფაშვილი თურქმენეთის საპარლამენტო დელეგაციას შეხვდა
18:0023.04.24
-
სურსათის სააგენტომ ქათმის ფილეს ნიმუშებში სალმონელოზი გამოავლინა
17:4123.04.24
-
17:1823.04.24
-
17:0023.04.24
-
სოზარ სუბარი: ჩვენ გვჭირდება კონსტიტუციით განვამტკიცოთ ქართველობა, ჩვენი ეროვნულობა
16:3623.04.24
-
სახალხო დამცველმა გენდერული კვოტების გაუქმებასთან დაკავშირებულ კანონპროექტზე ეუთო/ოდირს მიმართა
16:1623.04.24
-
15:5323.04.24
-
პრემიერი - ჩვენ გვაქვს 60%-ზე მეტი რეიტინგი
15:3023.04.24
-
15:1023.04.24
-
14:4523.04.24
-
თეა წულუკიანი ქართული სპორტის მუზეუმის მოწყობის სამუშაოებს გაეცნო
14:2623.04.24
-
14:0023.04.24
-
13:3523.04.24
-
13:1523.04.24
-
საქსტატი - 2024 წლის პირველ კვარტალში თბილისში უძრავი ქონების ფასი გაიზარდა
12:4823.04.24