პოლიტიკა

"ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე მოსალოდნელია ელექტროენერგიის გაძვირებაც" - ზურაბ ჭიაბერაშვილი

20.09.17 19:40


ევროპული საქართველოს წევრის ზურაბ ჭიაბერაშვილმა პარლამენტის დღევანდელ სესიაზე განაცხადა, რომ ქვეყანაში მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ ფონზე მოსალოდნელია ელექტროენერგიის გაძვირებაც.

,,პარლამენტარს, მინისტრს ან რომელიმე ბიუროკრატს ეს ნაკლებად აღელვებდეს, მაგრამ მოქალაქეთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა. ეს არის გაზის ტარიფის ზრდა. და რატომრაც ჩაითვალა, რომ რა კი თბილისში მხოლოდ ნახევარი თეთრით გაიზარდა, ასე მოხდა დანარჩენ საქართველოშიც. სინამდვილეში, გაზის ტარიფი ძალიან მნიშვნელოვნად გაიზარდა მთელ საქართველოში, საშუალოდ 11-12 თეთრით. მე კონკრეტული რაიონების მაგალითებსაც გეტყვით: საგარეჯოში 17 თეთრით, გურჯაანში 13, დუშეთში 16, ყაზბეგში 17, გორში 11, ზესტაფონში 14, გურიაში 12, აჭარაში 12 ანუ მთელი ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრ მოქალაქეს გაუძვირდა გაზის ტარიფი, რომელსაც შეიძლება ეხლა ზაფხულის და შემოდგომის დასაწყისში ვერ გრძნობდეს, მაგრამ ზამთარში ძალიან მძიმედ დააწვება. ამას ვახსენებ ქართულ ოცნებას, რომლისთვისაც ერთ-ერთი მთავარი ლოზუნგი და წინასაარჩევნო დაპირება იყო სწორედ ტარიფების კლება. სამწუხაროდ, უნდა გიტხრათ კოლეგებო, რომ წლის ბოლომდე მოსალოდნელია დენის ტარიფის გაძვირებაც, რაც ასევე მძიმე წნეხი იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის და რაც ერთ-ერთი განმაპირობებელია ფასების ზრდისა ძირითადად პროდუქტებზე,‘’- ზურაბ ჭიაბერაშვილი.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები