პოლიტიკა

პრეზიდენტი:იმედია, "ოცნება" გაიაზრებს,რომ ხელის გადაგრეხვით ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს

20.09.17 19:55


პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის თქმით, მმართველმა გუნდმა უნდა გაიაზროს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კონსესუსი საჭიროა. ამის შესახებ პრეზიდენტმა არასამთავრობოებთან შეხვედრის დაწყების წინ განაცხადა.

"იმედი მაქვს, ფაქტი იმისა რომ უნდა შევთანხმდეთ ეს იქნება გააზრებული. იმედი მაქვს, რომ მმართველი პოლიტიკური ძალა გაიაზრებს იმას, რომ ხელის გადაგრეხვით ჩვენ რეალურად ვერ მივიღებთ თანხმობის დოკუმენტს. მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის თვალში ის კლიშე რომ თურმე საქართველოში განსხვავებული აზრის მქონე ძალები ვერ დასხდებიან ერთად და ვერაფერ ახალს ვერ შიმიშავებენ დანგრეულია",- განაცხადა პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, პრეზიდენტი, საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები რიგ საკონსტიტუციო ცვლილებას აპროტესტებენ. მათთვის მიუღებელია მაჟორიტარული სისტემის გაუქმების 2024 წლამდე გადავადება, 5%-იანი ბარიერის შენარჩუნება, ასევე ბლოკებად გაერთიანების აკრძალვა და გადაუნაწილებელი მანდატების გადანაწილების წესი.

გიორგი მარგველაშვილისთვის მიუღებელია პრეზიდენტის პირდაპირი გზით არჩევის წესის გაუქმებაც.

მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებების მესამე მოსმენით მიღებას სექტემბრის ბოლოს გეგმავს.



წყარო : /www.ipress.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები