პოლიტიკა

პარლამენტმა ირაკლი მექვაბიშვილი გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე დაამტკიცა

20.09.17 20:40


პარლამენტმა გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე ირაკლი მექვაბიშვილი აირჩია.

მის კანდიდატურას 80-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. შეგახსენებთ, რომ მექვაბიშვილი კოლეგებს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ წარუდგინა. კობახიძემ პარლამენტს გენერალური აუდიტორის კანდიდატურის პროფესიული გამოცდილება და საქმიანობა გააცნო.

ირაკლი მექვაბიშვილი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე ხუთი წლის ვადით აირჩიეს. მან ამ თანამდებობაზე ლაშა თორდია შეცვალა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები