პოლიტიკა

"პრეზიდენტი ცდილობს 20-მდე პარტიის თუ პარტიტუნების ლიდერად გამოცხადდეს"- ზურაბიშვილი

20.09.17 20:55


პრეზიდენტისა და ოპოზიციის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების ალტერნატიული პროექტის შემუშავების გამო, პარლამენტის წევრი სალომე ზურაბიშვილი გიორგი მარგველაშვილს კონსტიტუციის პრინციპების დარღვევაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ პრეზიდენტი ნაცვლად იმისა, რომ მედიატორის როლი შეასრულოს, პოლიტიკურ ბრძოლაშია ჩართული და პარლამენტის კომპეტენციაში იჭრება. აღნიშნული განცხადება ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გააკეთა და აღნიშნა, რომ ამ ნაბიჯით მარგველაშვილს სურს ოპოზიციური პარტიების ლიდერის როლი მოირგოს:

„პრეზიდენტი პირდაპირ იჭრება საკანონმდებლო ორგანოს კომპეტენციაში. მაშინ როცა დამუშავებული პროექტი უკვე გასულია ორი მოსმენით და ელოდება მესამე მოსმენას, პარალელური კომისიის შექმნა არის პროცედურების დარღვევა. პრეზიდენტი გევვლინება პარლამენტის საქმიანობის კონკურენტად, რაც საკმაოდ უცნაურია, იმ პირისგან რომლის მთავარი მოვალეობაც არის კონსტიტუციის დაცვა.

ყველაზე სამწუხაროა ის რომ ამით პრეზიდენტი გვიჩვენებს, რომ ის არის ბოლომდე ჩაძირული პოლიტიკურ თამაშებში. ამ ბოლო ნაბიჯით ის ცდილობს, რომ 20-მდე პარტიის თუ პარტიტუნების ლიდერად გამოცხადდეს და ამითი შეიძენს რაღაც ახალ პოლიტიკურ როლს.“- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.



წყარო : /www.newposts.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები