პოლიტიკა

“ევროპარლამენტში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილი არ არის”

20.09.17 21:25


“ჩვენ აბსოლუტურად ცალსახად ვაცხადებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ. ჩვენი ნება და მზაობა უცვლელია, როგორც ევროკავშირის, ასევე ევროპარლამენტის მხრიდან”, – ამის შესახებ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარემ, საჯად კარიმმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპარლამენტში საქმიანობა არის ევროპარლამენტის წევრების და არა ყოფილი წევრების უფლებამოსილება.

მისივე თქმით, არანაირი ინფორმაცია არ არის იმის თაობაზე, რომ ევროპარლამენტში „სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პრეზიდენტის გამოსვლა დაგეგმილია. “აღნიშნული საკითხის თაობაზე ითქვა მიმდინარე განხილვის დროს. ევროპარლამენტის დელეგაციამ ამის შესახებ პირველად გაიგო.

ამ ეტაპზე მხოლოდ ის შემიძლია გითხრათ, რომ ევროპარლამენტში საქმიანობა არის ევროპარლამენტის წევრების და არა ყოფილი წევრების უფლებამოსილება. ჩვენ არანაირი ინფორმაცია არა გვაქვს, რომ ევროპარლამენტის მოქმედი წევრის მიერ დაგეგმილი იყოს ასეთი რამ. ჩემი ყოფილი კოლეგის საქმიანობის მიმართ შესაბამისი იქნებოდა იმის თქმა, რომ ყოფილი პარლამენტარები, ალბათ, იმიტომ არიან ყოფილები, რომ ამას იმსახურებენ. არ მინდა უხეში ვიყო, მაგრამ ამას ვიტყვი. ასეთ საქციელს აქტივაცია, წახალისება არ უნდა მივცეთ“, – განუცხადა ჟურნალისტებს საჯად კარიმმა.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 118


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები