პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: რეგლამენტის თანხმად საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ

21.09.17 14:15


ხვალ პლენარული სესია არ გაიმართება.- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც ირაკლი კობახიძემ დღეს, სხდომის დასრულებისას განაცხადა, გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანა საარჩევნო რეჟიმზე გადადის, რეგლამენტის შესაბამისად, პლენარული სხდომები ერთი თვის განმავლობაში არ იმართება. „რეგლამენტის თანახმად, საარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. როგორც წესი, ერთი თვის განმავლობაში არჩევნებამდე პარლამენტის სხდომები არ იმართება. შესაბამისად, ხვალ პარლამენტის სხდომა არ ჩატარდება.

წინასაარჩევნო რეჟიმში გადავდივართ. საჭიროების შემთხვევაში მოწვეული იქნება მორიგი ან რიგგარეშე საპარლამენტო სხდომები”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.



წყარო : /www.kvira.ge/

წაკითხულია : 127


დატოვეთ კომენტარები

(გთხოვთ, კომენტარებში თავი შეიკავოთ რელიგიური, რასობრივი და ნაციონალური დისკრიმინაციის გამოხატვისაგან, ნუ გამოიყენებთ სალანძღავ და დამამცირებელ გამოთქმებს, ასევე კანონსაწინააღმდეგო მოწოდებებს.)

გამოაქვეყნეთ
დასაშვებია 512 სიმბოლოს შეყვანა

ახალი ამბები